27 ივნისი, 2014
"ვგიჟდები ბაზარში სიარულზე" - სად შეხვდა პირველად ნანული სარაჯიშვილი გალაკტიონ ტაბიძეს
მსახიობი ნანული სარაჯიშვილი საზოგადოებამ 11 წლის ასაკში გაიცნო. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები - მანანა, ტურფა, მარო, მაყურებელს დღესაც ისევე უყვარს, როგორც წლების წინ. 66 წლის ასაკშიც კი ისე გამოიყურება, რომ მნახველს თვალწინ მხიარული, ონავარი მანანა დაუდგება.
როგორ უვლის თავს, რატომ უყვარს ბაზარში სიარული, რატომ თხოვდნენ დედები შვილების გათხოვებაში დახმარებას, სად ატარებს თავისუფალ დროს ნანული სარაჯიშვილი. ამ და სხვა საინტერესო ამბებზე მსახიობთან ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, სადაც ძირითადი აქცენტი კულინარიაზე გავაკეთეთ.

ნანული სარაჯიშვილი:

- ძალიან მიყვარს ჭამა.
შესაბამისად, რისი გაკეთებაც ვიცი, ნამდვილად გულით ვაკეთებ. სხვათაშორის, ასაკთან ერთად, გემოვნება შემეცვალა. ადრე არ მიყვარდა სალათები, ახლა ძალიან შემიყვარდა. სიამოვნებით ვიმუშავებ რესტორანში მზარეულის ასისტენტად. შეფი არ ვიქნები, მაგრამ მივეხმარები.
- რა ინტენსივობით ამზადებთ კერძებს, რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად?
- სამწუხაროდ, სადილების მოსამზადებლად დრო არ მაქვს, თუმცა, ძალიან მიყვარს სალათების კეთება, განსაკუთრებით ზაფხულში. რაც სახლში მაქვს, იმით შემიძლია ძალიან გემრიელი სალათი გავაკეთო. ამბობენ, რომ გემრიელი ხელი მაქვს.
- ვის უმასპინძლდებით თქვენი ნახელავით?
- ჩემი ნახელავით ვუმასპინძლდები ჩემს მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან უყვართ ჩემთან სტუმრობა. დედაჩემი არაჩვეულებრივი მზარეული იყო. მეგრელის ქალი, ძალიან კარგად აკეთებდა კერძებს. ჩემი ნახელავი არ მოწონდა. დედას უყვარდა ღომი, ბაჟე, საცივი. ახლა უფრო სალათები შემოვიდა. როდესაც მარხვაა, სამარხვო სალათებს ვაკეთებ.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ ცომეულთან, ცხობა თუ იცით?
- ძალიან არ მიყვარს ტკბილეული, ტორტი, ნამცხვრები, არც ვაცხობ და არც მაინტერესებს.

იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS