ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამშვიდობოების ბაზაზე (ჰელმანდის პროვინცია) მიმავლინოთ, როგორც მოხალისე. მზად ვარ ვიმსახურო ნებისმიერ პოზიციაზე, რასაც საჭიროდ ჩათვლით.
აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მიმაჩნია:
- ქართულმა ჯარმა დღეს შექმნილ ვითარებაში არ უნდა
- დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე მიმაჩნია, რომ ჩემი თაობის ადამიანების სწორი და თამამი გადაწყვეტილებები პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის მომავალზე; საქართველოში მცხოვრები ადამიანები პატრიოტიზმით, მსოფლიო ცივილიზაციისკენ ლტოლვით და სიმამაცით ყოველთვის გამოირჩეოდნენ.
ამასთან, ავღანელ ხალხს მინდა მივმართო და ვთხოვო, ნუ იმსჯელებენ საქართველოზე ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ქმედებებით.
აქვე ვადასტურებ, - ვარ ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში, აბსოლუტურად ჯანმრთელი და გადწყვეტილება მივიღე არა ემოციურ ფონზე, არამედ საღი და ცივი გონებით.
ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს.
პატივისცემით: სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორი და გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი...
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის



















