ჯექსონის გამოსახულებიანი მაისურით მოვიდა ანრი ჯოხაძე. ბომონდურ წვეულებას არ გამოკლებია ია ფარულავაც. საღამოდან რამდენიმე დღეში ინტერნეტში იას პიკანტური ფოტო გავრცელდა. ჩვენ იას დავურეკეთ და რამოდენიმე შეკითხვა დავუსვით.
- ია,
- ეს არის პრადას კაბა, რომელიც დიდი ხანია გარდერობში მიკიდია. ცოტა მოვპუტკუნდი და აღარ მერგებოდა. ახლა დავიკელი და გამახსენდა ჩემი კაბა. გამიხარდა რომ მომერგო.
- რამდენი კილოგრამი დაიკელი?
- ცოტა, სულ რაღაც ოთხი კილოგრამი.
- ოთხი კილოგრამი არ არის ცოტა, კარგად შესამჩნევია ხოლმე.
- ჰო, მაგრამ ეკრანისთვის მაინც ცოტაა, ეკრანი მატებს კილოგრამებს.
- ია, ფოტო ვნახე, რომელზეც ვიღაც გკოცნის. ვინ არის ეს ადამიანი?
- აა (იცინის), ჰო, ეს ცოტა პაპარაცული ფოტო გამოვიდა, ვერავინ იცნო ქართველი დიზაინერი რამაზო რომა, რომელიც დიდი ხანია თურქეთში მოღვაწეობს. ყველა მირეკავდა და მეკითხებოდა, ვინ გკოცნისო (იცინის).
- დიდი ხანია იცნობ რამაზო რომას?
- არც ისე დიდიხანია, მაგრამ უკვე დავმეგობრდით.
- ტარიელი ხომ არ ეჭვიანობს შენს ახალ მეგობარზე?
- რას ლაპარაკობ, ტარიელს ისე უყვარს რამაზო... რატომ უნდა იეჭვიანოს. ჩემს მეგობრებში ყოველთვის სუფთა და წესიერი ადამიანები არიან. ტარიელი არავიზე ეჭვიანობს, მითუმეტეს რამაზო რომაზე. განა აქვს საეჭვიანო (იღიმება)? თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ალბათ არა.
- ნადვილად. ტარიელს საეჭვიანო არ აქვს.

რამაზო რომა:
- მომეწონა წვეულება, ''ფეშენი'' იყო, მართლაც ბომონდურად იყო გაკეთებული. საზოგადოებაც შესაბამისი დაუპატიჟებიათ. თუმცა, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ''ბომონდის'' ''ტუსოვკაზე'', ჩემი აზრით, ისინი არ მიეკუთვნებიან ქართულ ბომონდს, არ უხდებოდნენ იმ საღამოს.
- კონკრეტულად ვის გულისხმობ?
- ვერ დავაკონკრეტებ. რამდენიმე იყო ასეთი, რომლებიც შეიძლება დაუპატიჟებლადაც მოვიდნენ (იცინის).
- იმ ფოტოზე მინდა გკითხო, სადაც ია ფარულავას კოცნი...
- განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. იასთან განსხვავებულად თბილი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ნიჭიარი ხალხი. ჩვენი შეხვედრა ყოველთვის ასეთი თბილია ხოლმე. უბრალოდ პაპარაცებმა ჩაგვავლეს და დააფიქსირეს ეს თბილი კოცნა.
- ია ტარიელთან ერთად იყო მოსული წვეულებაზე, ხომ არ გაბრაზდა მსახიობის მეუღლე?
- არ ვიცი, არ მიგრძვნია.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















