27 ივნისი, 2014
ვინ აკოცა ია ფარულავას? - ''ტარიელს საეჭვიანო არ აქვს''...
ახლა დავიკელი და გამახსენდა ჩემი კაბა. გამიხარდა რომ მომერგო რამდენიმე დღის წინ ფუნიკულიორზე ჟურნალ ''ბომონდის'' წვეულებაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. კოპლებიანი კაბით შვილთან ერთად მოვიდა შორენა ბეგაშვილი, თეთრებში გამოწყობილიყო გია ჯაჯანიძე. ზედმეტად ჩაცმული ჩანდა მერსი სულხანიშვილი. როგორც ყოველთვის ელეგანტური იყო დალი ჩიტალაძე. შავი კაბა ემოსა კრისტი ყიფშიძეს.
ჯექსონის გამოსახულებიანი მაისურით მოვიდა ანრი ჯოხაძე. ბომონდურ წვეულებას არ გამოკლებია ია ფარულავაც. საღამოდან რამდენიმე დღეში ინტერნეტში იას პიკანტური ფოტო გავრცელდა. ჩვენ იას დავურეკეთ და რამოდენიმე შეკითხვა დავუსვით.

- ია,
ბომონდის წვეულებაზე გნახეთ საკმაოდ ლამაზი კაბით.
- ეს არის პრადას კაბა, რომელიც დიდი ხანია გარდერობში მიკიდია. ცოტა მოვპუტკუნდი და აღარ მერგებოდა. ახლა დავიკელი და გამახსენდა ჩემი კაბა. გამიხარდა რომ მომერგო.
- რამდენი კილოგრამი დაიკელი?
- ცოტა, სულ რაღაც ოთხი კილოგრამი.
- ოთხი კილოგრამი არ არის ცოტა, კარგად შესამჩნევია ხოლმე.
- ჰო, მაგრამ ეკრანისთვის მაინც ცოტაა, ეკრანი მატებს კილოგრამებს.
- ია, ფოტო ვნახე, რომელზეც ვიღაც გკოცნის. ვინ არის ეს ადამიანი?
- აა (იცინის), ჰო, ეს ცოტა პაპარაცული ფოტო გამოვიდა, ვერავინ იცნო ქართველი დიზაინერი რამაზო რომა, რომელიც დიდი ხანია თურქეთში მოღვაწეობს. ყველა მირეკავდა და მეკითხებოდა, ვინ გკოცნისო (იცინის).
- დიდი ხანია იცნობ რამაზო რომას?
- არც ისე დიდიხანია, მაგრამ უკვე დავმეგობრდით.
- ტარიელი ხომ არ ეჭვიანობს შენს ახალ მეგობარზე?
- რას ლაპარაკობ, ტარიელს ისე უყვარს რამაზო... რატომ უნდა იეჭვიანოს. ჩემს მეგობრებში ყოველთვის სუფთა და წესიერი ადამიანები არიან. ტარიელი არავიზე ეჭვიანობს, მითუმეტეს რამაზო რომაზე. განა აქვს საეჭვიანო (იღიმება)? თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ალბათ არა.
- ნადვილად. ტარიელს საეჭვიანო არ აქვს.

Rating

რამაზო რომა:

- მომეწონა წვეულება, ''ფეშენი'' იყო, მართლაც ბომონდურად იყო გაკეთებული. საზოგადოებაც შესაბამისი დაუპატიჟებიათ. თუმცა, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ''ბომონდის'' ''ტუსოვკაზე'', ჩემი აზრით, ისინი არ მიეკუთვნებიან ქართულ ბომონდს, არ უხდებოდნენ იმ საღამოს.
- კონკრეტულად ვის გულისხმობ?
- ვერ დავაკონკრეტებ. რამდენიმე იყო ასეთი, რომლებიც შეიძლება დაუპატიჟებლადაც მოვიდნენ (იცინის).
- იმ ფოტოზე მინდა გკითხო, სადაც ია ფარულავას კოცნი...
- განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. იასთან განსხვავებულად თბილი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ნიჭიარი ხალხი. ჩვენი შეხვედრა ყოველთვის ასეთი თბილია ხოლმე. უბრალოდ პაპარაცებმა ჩაგვავლეს და დააფიქსირეს ეს თბილი კოცნა.
- ია ტარიელთან ერთად იყო მოსული წვეულებაზე, ხომ არ გაბრაზდა მსახიობის მეუღლე?
- არ ვიცი, არ მიგრძვნია.
Rating

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
სალომე
ვაიმეეეეეეეეეე რა სირცხვილიააა, აზრზე მოდით ჟურნალისტებო ვის უკეთებთ პიარს?რამაზო რომა კი არა სუწინიორია გაკანებული მთელი მაგისი ოჯახი...რა დაბალი დონეა გმერთო..
01:04 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
აბა ნიღბები მოვიხნათ და ყველამ თქვენს გულებსი ჩაიხედეთ მიხვდებით ვის რომელი სახელი გეკუთვნით
ამდენი დიაცი წაწალი და სუწინიორი სად შეყარეთ ერთათ უმეტესობა ცხოვრებით დიაციაა ყველამ იცისს ზოგზოგი სუწინიორი მეზობელ ქვეყანაში და არამართო სუწინიორი და პატარას წაიბარიგებენ ფულის გამო რას არიზავს კაცი
22:21 / 30-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
რა მოხდა სახალხოდ ხელი ტხოვა სიკვარული არ უნდა დამალოს რა ტკმაუნდა დაან კაი გააკეტა რო სახალხოტ ტხოვა ხელი
11:46 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
eka da marina-s
Erti da igive adamianis dacerilia es ori komentari, etyoba ramazo roma tviton debs tavis saqebar komentarebs
11:36 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
საინტერესოა.
ისე როგორ ფიქრობთ, ტარიელი უცნაური რომ არ იყოს, ია ფარულავას ასე საქვეყნოდ სთხოვდა ხელს?
00:50 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ძაან აპიარებთ!
აი,რამაზოს შესაფასებელი რო გახდება ვინმე იქ წასულია საქმე :D ამ მახინჯმა ვინმეზე რამე როგორ უნდა თქვას? ვინ გდია ვაფშE? :D
22:43 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ელდატი
ვა რაა ვიდზე ხარტ ტკვენ გენეცვალეტტტ
21:00 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
რამაზო დაან ლამაზი ხარ დაან ნიტიერი დიზაინერი და დაან კაი ადამიანი პროფილსი გიკურეტ მტელი ოჯახი სენზე ვგიჯდებიტ ტარმატებები
17:37 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
დაან ლამაზები ხარტ ეს გაბოროტებული ხალხი რა კომენტარებს ტერენ კველა ტარმატებული ადამიანია ამ ფოტებზე მიკვარხარტ კველა
17:32 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ია მაუგლის გავს. პატარა მაიმუნსაც მაგონებს. ანუ ძაან ლამაზია.
17:13 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS