26 ივნისი, 2014
რას ფიქრობენ ქართველი მომღერლები თამარ ივერის გარშემო ატეხილ სკანდალზე
ოპერა არის ნიჭის არენა და არა ინტრიგების ოპერის მომღერალ თამარ ივერს როგორც ცნობილია, ჰომოფობიური განცხადების გამო ევროპის რამდენიმე ოპერაში სიმღერა აუკრძალეს. ერთი წლის წინ მომღერალმა საკუთარ''ფეისბუქზე'' გეები ''ფეკალურ მასებს'' შეადარა. მოგვიანებით თამარ ივერმა განმარტება გააკეთა, თქვა, რომ მისი''ფეისბუქის'' გვერდზე მეუღლემ დაწერა ეს სტატუსი. თუმცა ამ განცხადებით მისი პრობლემა ვერ მოგვარდა…
გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რას ფიქრობენ ქართველი მომღერლები მომხდართან დაკავშირებით. ბევრმა პასუხს თავი დელიკატურად აარიდა. მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გააკეთა კომენტარი.

ლაშა ღლონტი:
- ჩემი აზრით, ყველა ადამიანს
აქვს აზრის გამოხატვის უფლება. ისევე როგორც ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება.
ყველას როგორც უნდა ისე ცხოვრობს და ამის გამო არავინ არ უნდა დაისაჯოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა იმასაც აქვს, აზრის გამოთქმა რა ფორმით ხდება.
- როგორც მივხვდი, ამ ფრაზის გამო, ფიქრობთ, რომ თამარისთვის ოპერის კარი არ უნდა დახურულიყო.
- მან თავისი აზრი გამოთქვა და თუ ამით ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა არსებობს სასამართლო და იმან უნდა გადაწყვიტოს მორალური ზიანის საკითხი და არა თეატრმა. თუმცა არ ვიცი, წესდებაში და ხელსშეკრულების პირობებში რა წერია.
მოკლედ რაც არ ვიცი,  ვერ გიპასუხებთ. ერთია, რომ სამართალი ორმხრივი უნდა იყოს. ოპერა არის ნიჭის არენა და არა ინტრიგების. 

სოფო ბედია:
- მე ერთი რამ ვიცი, რომ ეს ქალბატონი ფანტასტიკური მომღერალია და მისი პირადი მოსაზრება მისი მოსაზრებაა სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ირმა
ადამიანმა თქვა რასაც ფიქრობს, ამისათვის დასჯა არ იყო აუცილებელი.... მათ ერთერთი საუკეთესო სოპრანო დაკარგეს თამარის სახით...ოხ ეს ამბიციები რა.... წარმომიდგენია თამარ შენი მდგომარეობა...ირმა დვალიშვილი პატივისცემით.... P.S.
02:09 / 17-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა
ესე იგი გადახრების მქონე ადამიანების აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს და არ დაიჩაგროს, ხოლო ჯანსაღმა ადამიანმა თუ თავისი აზრი გამოთქვ,ა დაიჩაგრება კიდეც და დაისჯება კიდეც არა? ფუჰ ასეთ სამართალს, და დემოკრატიას. გენაცვალე თამარ, გაიხარე მაგარი ქალი ხარ. ღმერთი არ დაგჩაგრავს.....
16:44 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS