გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რას ფიქრობენ ქართველი მომღერლები მომხდართან დაკავშირებით. ბევრმა პასუხს თავი დელიკატურად აარიდა. მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გააკეთა კომენტარი.
ლაშა ღლონტი:
- ჩემი აზრით, ყველა ადამიანს
- როგორც მივხვდი, ამ ფრაზის გამო, ფიქრობთ, რომ თამარისთვის ოპერის კარი არ უნდა დახურულიყო.
- მან თავისი აზრი გამოთქვა და თუ ამით ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა არსებობს სასამართლო და იმან უნდა გადაწყვიტოს მორალური ზიანის საკითხი და არა თეატრმა. თუმცა არ ვიცი, წესდებაში და ხელსშეკრულების პირობებში რა წერია.
მოკლედ რაც არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ. ერთია, რომ სამართალი ორმხრივი უნდა იყოს. ოპერა არის ნიჭის არენა და არა ინტრიგების.
სოფო ბედია:
- მე ერთი რამ ვიცი, რომ ეს ქალბატონი ფანტასტიკური მომღერალია და მისი პირადი მოსაზრება მისი მოსაზრებაა სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















