წყვილის ქორწილზე ეკა ხოფერიამ იზრუნა. ''ორ ვარსკვლავში'' მეორე ადგილზე გასულ და უპრიზოდ დარჩენილ კოლეგას საკუთარ გადაცემაში უამრავი საჩუქარი გადასცა.
გულაჩუყებულმა ლევანმა ჟურნალისტს გადაცემაშივე სთხოვა, რომ მათ ქორწილში მეჯვარე ყოფილიყო. ეკაც სიხარულით დათანხმდა.
ლევანის ქორწილში მყოფი მეგობრები სოციალურ ქსელში უკვე აქვეყნებენ წყვილის ბედნიერების ამსახველ ფოტოებს.
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის




















