25 ივნისი, 2014
სალომე ტეტიაშვილმა დუმილი დაარღვია - ''კულისებში რომ ვნახე თვალები ცრემლიანი ჰქონდა''...
ამით არც იწყება და არც მთავრდება ცხოვრება ''X ფაქტორის'' მორიგი კონცერტი სალომე ტეტიაშვილისთვის უიღბლო აღმოჩნდა. ის ხალხის რჩეულ მებო ნუცუბიძესთან ერთად მოხვდა აუტსაიდერებში. მენტორთა ხმათა უმრავლესობით სალომემ პროექტი დატოვა. გუშინ სალომე ამ თემაზე დუმილს ამჯობინებდა და სოციალურ ქსელში აქტიურობისგან თავს იკავებდა.

- სალომე, კონკურსისის დატოვებამ მოგიწია, ხომ არ განიცდი ამ ამბავს?
- რა თქმა უნდა, გული დამწყდა, მინდოდა ხალხისთვის დიდხანს მემღერა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არასოდეს მიმუშავია პედაგოგთან, არანაირი გამოცდილება არ მქონია, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან
დიდი და წარმატებული ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრი გავაკეთე ამ კონკურსში და კმაყოფილი ვარ ამ შედეგით.
- მენტორებზე ხომ არ ხარ ნაწყენი, თვლი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, მებოს პოექტში დატოვებით?
- ნაწყენი არ ვარ ნამდვილად... რადგან მე და მებო მოვხვდით აუდსაიდერებში, ნამდვილად მე უნდა დამეტოვებინა პროექტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემსა და მებოს შორის სწორი არჩევანი გააკეთეს
- სტეფანეს როგორ დაემშვიდობე, რა გითხრა კონცერტის დასასრულს?
- მითხრა, რომ ძალიან მაგარი გოგო ვარ, ძალიან ვუყვარვარ და წინ დიდი მომავალი მაქვს.
- სალომე, დედა ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო შენი, როგორ შეხვდა ამ ამბავს?
- ძალიან განიცადა, კულისებში რომ ვნახე თვალები ცრემლიანი ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა ჩემთვის არ დაენახვებინა. ვფიქრობ, რომ ჩემით ნამდვილად ამაყობს, მისი რეაქცია ბუნებრივიც იყო, ძალიან რთულია ალბათ მშობლისთვის მსგავსი ფაქტის ადვილად გადატანა, მაგრამ ყველაფერი ხდება. ამით არც იწყება და არც მთავრდება ცხოვრება. დედამ კარგად იცის რომ ფარხმალს არასოდეს დავყრი, ბუნებით მებრძოლი ადამიანი ვარ და ისიც იცის, რომ ჩემი კარიერისთვის და წინსვლისთვის მთელი ცხოვრება ვიბრძოლებ.
- რას აპირებ, როგორ და სად გაგრძელდება შენი კარიერა?
- ჯერ არ ვიცი ნამდვილად... მინდა ცოტა დავისვენო. საკმაოდ რთული ყოფილა პროექტში ყოფნა, დიდ ნებისყოფასა და მუშაობას მოითხოვს. ამასთან ერთად დიდი ფსიქოლოგიური სტრესია. ამიტომ ცოტას დავისვენებ, განვიტვირთები და აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს. უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს და მინდა იმით დავკავდე რაც სიამოვნებას მანიჭებს და რაზეც ვაპირებ ჩემი მომავლის აგებას.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ბუბუ♥
სალომე ძალიან მეწყინა შენი ამ პროექტიდან წასვლა ,, :'( მართალია მებო ხალხის რჩეული იყო მაგრამ სოფის უნდა დაეტოვებინა ეს პროექტი ! ვერ ვიტან სოფიის ნაირ მეტიჩარა გოგოონებს !
13:16 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
Tzitzino
Salo ar inerviulo es kvelaze didi gamarjvebaa amden xalxs, rom ukvarxar da mowonxar. shen win didi gza gakvs da did gamarjvebebs gisurveb.
07:55 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
უჩა
ყველანი ვცდილობთ იმით დავკავდეთ რაც სიამოვნებას გვანიჭებს. ჯობია სიმღერით დაკავდე. ბევრი გაქვს ნამდვილად სასწავლი. უფრო დაღვინებული მომღერალი მეგონე. და კიდევ - ნაღვლიანი თვალები არ გიხდება. გაღიმებული უფრო ლამაზი ხარ!
15:23 / 29-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
არც მე აგარ უკურებ სალომეს ხატრიტ გული არ გაიტეხო სალო
07:37 / 29-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სალომე, ეს პროექტი, ვფიქრობ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო შენს ცხოვრებაში.ახლა უფრო მეტად საინტერესო და და დამსახურებული იქნება შენი მომავალი გამარჯვებები. გარდა უდიდესი ვოკალური ნიჭისა შენ საუკეტესო პიროვნული თვისებებიც გაქვს.გისურვებ წარმატებებს.მართლა კარგი გოგო ხარ და მუდამ ასეთი ღირსეული ადამიანი ყოფილიყავი.
01:56 / 29-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალო
სალო ძალიან მომწონდი და მომწონხარ :* ცხოვრება ბრძოლაა და ასე გააგრელე ყოჩაღი გოგო ხარ :*
21:02 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ელიზავეტი
სალომე კარგი გოგო ხარ. გული არ გაიტეხო. მომავალი წინ გაქვს, თავიდანვე შენი ფანი ვიყავი,დზ მომწონს შენი სიმგერები. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენ.გამრავლდი და გაიხარე შენი დედიკოს გულის გასახარად
18:39 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
სალო, შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ. დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევ და გაახარებ შენს დედიკოს (რა ტქმა უნდა შენს გულშემატკივრებსაც). გისურვებ ბედნიერებას და წარმატებებს,როგორც პირადულში ისე კარიერაში.
13:19 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
dalia
დზალიან მინდოდაა სალომეს გაემარჯვა ,წარმატებებიი
01:18 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
აღარ ვუყურებ ამ პროექტს :(
21:03 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS