25 ივნისი, 2014
სალომე ტეტიაშვილმა დუმილი დაარღვია - ''კულისებში რომ ვნახე თვალები ცრემლიანი ჰქონდა''...
ამით არც იწყება და არც მთავრდება ცხოვრება ''X ფაქტორის'' მორიგი კონცერტი სალომე ტეტიაშვილისთვის უიღბლო აღმოჩნდა. ის ხალხის რჩეულ მებო ნუცუბიძესთან ერთად მოხვდა აუტსაიდერებში. მენტორთა ხმათა უმრავლესობით სალომემ პროექტი დატოვა. გუშინ სალომე ამ თემაზე დუმილს ამჯობინებდა და სოციალურ ქსელში აქტიურობისგან თავს იკავებდა.

- სალომე, კონკურსისის დატოვებამ მოგიწია, ხომ არ განიცდი ამ ამბავს?
- რა თქმა უნდა, გული დამწყდა, მინდოდა ხალხისთვის დიდხანს მემღერა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არასოდეს მიმუშავია პედაგოგთან, არანაირი გამოცდილება არ მქონია, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან
დიდი და წარმატებული ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრი გავაკეთე ამ კონკურსში და კმაყოფილი ვარ ამ შედეგით.
- მენტორებზე ხომ არ ხარ ნაწყენი, თვლი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, მებოს პოექტში დატოვებით?
- ნაწყენი არ ვარ ნამდვილად... რადგან მე და მებო მოვხვდით აუდსაიდერებში, ნამდვილად მე უნდა დამეტოვებინა პროექტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემსა და მებოს შორის სწორი არჩევანი გააკეთეს
- სტეფანეს როგორ დაემშვიდობე, რა გითხრა კონცერტის დასასრულს?
- მითხრა, რომ ძალიან მაგარი გოგო ვარ, ძალიან ვუყვარვარ და წინ დიდი მომავალი მაქვს.
- სალომე, დედა ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო შენი, როგორ შეხვდა ამ ამბავს?
- ძალიან განიცადა, კულისებში რომ ვნახე თვალები ცრემლიანი ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა ჩემთვის არ დაენახვებინა. ვფიქრობ, რომ ჩემით ნამდვილად ამაყობს, მისი რეაქცია ბუნებრივიც იყო, ძალიან რთულია ალბათ მშობლისთვის მსგავსი ფაქტის ადვილად გადატანა, მაგრამ ყველაფერი ხდება. ამით არც იწყება და არც მთავრდება ცხოვრება. დედამ კარგად იცის რომ ფარხმალს არასოდეს დავყრი, ბუნებით მებრძოლი ადამიანი ვარ და ისიც იცის, რომ ჩემი კარიერისთვის და წინსვლისთვის მთელი ცხოვრება ვიბრძოლებ.
- რას აპირებ, როგორ და სად გაგრძელდება შენი კარიერა?
- ჯერ არ ვიცი ნამდვილად... მინდა ცოტა დავისვენო. საკმაოდ რთული ყოფილა პროექტში ყოფნა, დიდ ნებისყოფასა და მუშაობას მოითხოვს. ამასთან ერთად დიდი ფსიქოლოგიური სტრესია. ამიტომ ცოტას დავისვენებ, განვიტვირთები და აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს. უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს და მინდა იმით დავკავდე რაც სიამოვნებას მანიჭებს და რაზეც ვაპირებ ჩემი მომავლის აგებას.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
თიკო
რაც ეს პროექტი დატოვა სალომემ აღარც მიყურებია,იმდენად ვგულშევმატკივრობდი მას...........სალომე იცოდე რომ ძალიან ნიჭიერი ხარ და ნამდვილად მიაღწევ დასახულ მიზანს.გისურვებ წინსვლას.
00:36 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
გული
სალომე ტეტიაშვილი არის 21-ე საუკუნის აღმოჩენა. სრულიად დამოუკიდებლად და ბუნებრივად გამოჩნდა და ასეთებს მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს,რომ ბუნებრივი ნიჭი არ დაიკარგოს! წარმატებებს გისურვებთ ყველა მიმართულებით!
12:49 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
სალომე გული არ გაიტეხო, ჩვენ შენ გვერდში ვართ,გმერთი შენსკენ.
22:33 / 03-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინე
კარგი გოგო ხარ
13:53 / 03-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
არ ვიცი რატომ და ძალიან მიყვარხარ , და დიდი გულშემატკივარი ვარ შენი, კარგი გოგო ხარ, ნუ გეშინია, ღმერთი გადმოგხედავს და მიზანს მიაღწევ. გისურვებ ყველა შენი სურვილის ასრულებას, საყვარელო და ლამაზო გოგო.
13:06 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ნამდვილად იმსახურებდა სალომე პროექტში დარჩენას დზალიან ძლიერია
10:50 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
MECYINA DZALIAN ROM GAVARDI SHEN GBALENSHIKOBDI MINDODA SHEN MGAGEMARJVA RAC SHEN PROEQTSHI AGAR XAR X PAQTORI AGAR MAINTERESEBS IMEDIA SXVA PROEEQTEBSHI MIIGEB KIDEV MONACILEOBAS.
01:18 / 02-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მირო
საკმარისია მეტი სალომეს ყოფნა არ იყო საჭირო
17:40 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
ძალიან მინდოდა, რომ სალომეს გაემარჯვა. ჟიური ყველაზე მკაცრი მის მიმართ იყო, ვერ ვხვდები რატომ.
17:15 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
bubu♥
:( dzalian mindoda rom Xfactorshi gagemarjva ,, : )) didaaad ver vitan sopisnair metichara gogonebs ! ar inerviulo cxovreba win gaaaqvss ,,, imedia tornike gaimarjveeebs da stepane xaxamshrali darchebaa : ))
13:18 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS