25 ივნისი, 2014
ზაზა კოლელიშვილის მორაგბე ვაჟი დაქორწინდა
ვიტომ და ლალიკო მოსიამ 24 ივნისს ხელი სიღნაღში მოაწერეს მორაგბე ვიტო კოლელიშვილი დაქორწინდა. ვიტომ და ლალიკო მოსიამ 24 ივნისს ხელი სიღნაღში მოაწერეს, საღამოს კი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ. ლალიკო ბიზნეს მართვის სპეციალობაზე სწავლობს. ვიტო კოლელიშვილი საფრანგეთში ''ლიონში'' თამაშობს.

მართალია, სკოლის დამთავრების შემდეგ მამის, ზაზა კოლელიშვილის მსგავსად მსახიობობა გადაწყვიტა და თეატრალურზე ჩააბარა, მაგრამ შემდეგ რაგბი აირჩია. იმ იმედით, რომ კინოში თუ ვინმეს მისი დაკავება მოუნდებოდა, როლს ისედაც შესთავაზებდნენ. სპორტში აქტიურად დაიწყო ვარჯიში და დიდ წარმატებას მიაღწია.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
jino
ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ!
17:10 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS