23 ივნისი, 2014
მაია დარსმელიძე ''ქართული ოცნების'' მაისურიანმა მათხოვარმა გააღიზიანა - ''ქოცებო, დატყდით აქედან''...
გასაოცარი ამბავია, ადამიანს, რომელსაც პურის ფული არ აქვს, სავარაუდოდ არც ახალი ''ზმანის'' ფული ექნება გუშინ მუსიკოსმა მაია დარსმელიძემ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი განათავსა:

''ქართული ოცნების მაისურიანი მათხოვარი შემხვდა იმ დღეს ლესელიძის ქუჩაზე და ერთი ლარი მაჩუქეო, მთხოვდა''.

მეგობრების კითხვაზე, დაეხმარა თუ არა, მომღერალმა ორაზროვნად უპასუხა, _ ჩემი მაისური რომ სცმოდა...

ამ კომენტარს მაიას ფეისბუქელი მეგობრების აგრესიული კომენტარები მოჰყვა. მომღერალს სტატუსი დაუწუნეს.

''გასაოცარი ამბავია, ადამიანს, რომელსაც პურის
ფული არ აქვს, სავარაუდოდ არც ახალი ''ზმანის'' ფული ექნება და მისთვის სულერთია, ოცნების მაისური აცვია თუ მელიას გამოსახულებიანი, ციფრი 5-ით მოქარგული''.

''ხუთნომრიან მაისურს ჩაიცვამს, რომ იცოდეს, ხვალ ერთ ლარს მისცემ. მათხოვარი მათხოვარია, რა მნიშვნელობა აქვს რა აცვია ან რა დატვირთვით''.

''იქნებ სულაც არ ქონდა პოლიტიკური დატვირთვა და სხვა მაისურის არქონის გამო ეცვა.''

მსგავსი შინაარსის კომენტარები მაიას სტატუსის ქვეშ ბევრი გაჩნდა. როგორც ჩანს, მომღერალი ტაშისდამკვრელთა სიმცირემ გაანაწყენა და თავადაც არ დარჩა ვალში, როგორც თავად უწოდებს, ''ქოცების'' გულშემატკივრებს.

მაია დარსმელიძე:
''5 ნომრიანს თუ ჩაიცვამს, მივხვდები რომ ადეკვატური ადამიანია, 10 ლარს მივცემ და კიდევ კოორდინატებს გავუბაზრებ... ვგიჟდები ''ქოცთა'' ალოგიკურ ლოგიკაზე.
ქოცებო, დატყდით აქედან. მე ვის როგორ ვეხმარები თქვენ ანგარიშს არ ჩაგაბარებთ. და რა შუაშია აქ თქვენი ''სუპერჰუმანური'', პოპულისტური ნიანგის ცრემლები და ლექციები ''არაადამიანურ საქციელზე''. რა გამიკვირდა პრინციპში, ეს ყალბი პათოსი, დაჩაგრული ადამიანების პოპულისტურად გამოყენება და ამ თემებით სპეკულირება თქვენი ''ქოც'' კრედოა''.

ამ მეტად დაძაბულ მიმოწერაში მომღერლის კიდევ ერთი საინტერესო კომენტარი ამოვიკითხე.

''აქვე კიდევ ერთი ისტორია გამახსენდა. ისიც ამ დღეებში მოხდა და ისიც ლესელიძეზე. შავებში ჩაცმული ქალი მომიახლოვდა სიტყვებით: ''ძალიან გთხოვ, დამეხმარე, სულ 5 ლარი მაკლდებაო''. მივეცი. ჩემს უკან ჩემი მეგობარი მოდიოდა და იმასაც იგივე უთხრა. მანაც მისცა და ზუსტად ორ წამში დაგვეწია, ისევ ხუთი ლარი მაკლდებაო, რომ გამიმეორა, ვაგინე. ცუდად მოვიქეცი?''

საბოლოოდ ვერ გავარკვიე ვერც მე და სავარაუდოდ ვერც დარსმელიძის ფეისბუქმეგობრებმა მისცა თუ არა ლარი მომღერალმა მათხოვარს.

სალომე დადიანი
სპეციალუად საიტისთვს
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
მაკა
აუტანელი ხარ მაიკო მთელ რუსთავს ეზიზღები ისეთი საქციელი გაქ.
21:44 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
მაია დარსმელიძე შენ ვისი ტიკი ტომარა ხარ, გააცჰერე ენა და ნუ აზიზღებ ხალხს თავს
10:11 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამაზი
იმი ტვინში ჩამახედა, ვისაც გონია, რომ ის მათხოვარი ოცნების მხარდამჭერია და მიტომ აცვია 41 ნომრიანი მაისური. ამ ხალხსაც რომ საქმე გამოლევია. ფეისბუკის ქართულ თარგმანს გთავაზობთ: ყვერებში საყრელი მახათი.
10:06 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
lel
Vinc aq ilandzgeba, kargi gonia tavi, ar undoda da ar misca lari, ragas ilandzgebit. Matxovarus naxva saqartveloshi samcuxarod problemas ar carmoadgens da daexmaret. sxvas nu ganikitxavt.
17:13 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
დარსმელიდძე არავის უთქვამს კეთილის მსურველს რომ გომბეშოს გავხარ? გომბეშო რა კეთილშობილურად მოქცეულხარ მადლობთ რომ არ სცემე ეს ხომ შენი იმიჯია 5 ქიმიანო "ვარსკვლავო"
12:48 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS