20 ივნისი, 2014
სალომე ტეტიაშვილი მამის – ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააბრაზა

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი

''X ფაქტორის'' მონაწილე სალომე ტეტიაშვილი, სულ უფრო ხშირად ხვდება პრესისა და ინტერნეტსაიტების გვერდებზე. მართალია, გოგონა პოპულარული ''იუთუბზე'' გამოქვეყნებული ოჯახური ვიდეოთი გახდა, სადაც სალომე მეგობრებთან ერთად მღერის, თუმცა მის პოპულარობას ხელი პირადმა ისტორიამაც შეუწყო.

სალომე დედამ გაზარდა და მამა პირველად ოთხი წლის ასაკში ნახა, ისიც მცირე ხნით. ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ ცნობილია, რომ მამას მეორე ოჯახი ჰყავს და სალომეს ცხოვრებაში არც მისი პოპულარობის შემდეგ
გამოჩენილა.

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, მომღერლის მამა საგარეჯოში ცხოვრობს და მისი სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილია. ამ ამბის გაგებისას ყველას, რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა.

ჩვენი ინფორმაციით, სალომე მამის სახელისა და გვარის მედიაში გამოქვეყნებამ ძალიან გააბრაზა. ჩვენთან საუბარში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მაინც გვითხრა, რომ ვერ ხვდება, რატომ ერევიან ასე აქტიურად მის პირად ცხოვრებაში.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
ნინო
სალომე ძალიან კარგი ხარ,აქ გამოთქმულმა ბოღმიანმა სიტყვებმა არ გაგანაწყენოს.ხომ იცი,ცუდსა რათ უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი!რაც შეეხება უმამოდ გაზრდილთა მხარდამჭერებს,ბევრი მათგანი დამამიანებიც იკარგებიან ცხოვრების ლაბირინთებში!სალომე კი დღეს ღირსეულად და მყარად დგას ფეხზე!ნუ გშურთ მისი!არამედ მოუსმინეთ და დატკბით მისი სიმღერით!
22:31 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მეტი საქმე აღარ გაქვთ ხალხო? ფაქტია რომ ძალიან ნიჭიერი გოგოა სალომე...წარმატებებს ვუსურვებ...მზემ სალომესთვისაც გამოანათა და ხელს ნუ უშლით, მის მამას კი სინანულის სიცივე მოკლავს...
21:30 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ივანიაშვილიაო და არა ივანიშვილი.
20:53 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
სპეკულირებს თავისი მდგომარეობით, თორემ ასეთი უმამოდ გაზრდილი მილიონია
20:29 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კარგით რა მართლა არ გახადეთ ეს პიერო სალომე გმირი ქალი? სალომესნაირი ათასობით ბავშვი გაიზარდა უმამოდ, მოდი შევკმნათ "უმამოდ გაზრდილთა" ორგანიზაცია, იკნებ მაგაზე უკეტესი ნიჭიერები აგმოვაჩინოთ. რა უბედური მოდაა საქართველოში აიტაცებენ ერთს და გააფეტიშებენ!
19:31 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
333
მიხედეთ თქვენ საქმეს და ნუ იქექებიტ სხვების ცხოვრებაში
19:24 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
კიდევ ერთი ფაქტი რომ, ყველა "ბიძინა ივანიშვილი" ერთნაირი არ არის.
18:31 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
ნუ შევგჯამეთ ამ სალომეთი რა
17:32 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ყავს ერთი ბიჭი და ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.იქნებ ახლა მაინც შერცხვეს და მიაკითხოს სალომეს.
17:18 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში ცხოვრობს სალომეს მამა ბიძინა ივანიაშვილი
17:15 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS