20 ივნისი, 2014
სალომე ტეტიაშვილი მამის – ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააბრაზა

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი

''X ფაქტორის'' მონაწილე სალომე ტეტიაშვილი, სულ უფრო ხშირად ხვდება პრესისა და ინტერნეტსაიტების გვერდებზე. მართალია, გოგონა პოპულარული ''იუთუბზე'' გამოქვეყნებული ოჯახური ვიდეოთი გახდა, სადაც სალომე მეგობრებთან ერთად მღერის, თუმცა მის პოპულარობას ხელი პირადმა ისტორიამაც შეუწყო.

სალომე დედამ გაზარდა და მამა პირველად ოთხი წლის ასაკში ნახა, ისიც მცირე ხნით. ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ ცნობილია, რომ მამას მეორე ოჯახი ჰყავს და სალომეს ცხოვრებაში არც მისი პოპულარობის შემდეგ
გამოჩენილა.

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, მომღერლის მამა საგარეჯოში ცხოვრობს და მისი სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილია. ამ ამბის გაგებისას ყველას, რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა.

ჩვენი ინფორმაციით, სალომე მამის სახელისა და გვარის მედიაში გამოქვეყნებამ ძალიან გააბრაზა. ჩვენთან საუბარში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მაინც გვითხრა, რომ ვერ ხვდება, რატომ ერევიან ასე აქტიურად მის პირად ცხოვრებაში.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
მამუკა
მარტლაც კარგატ მგერის, და კარგი პიროვნება ,.
14:13 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელ
ძალიან საყვარელი ხარ, კარგად მღერი.წარმატებებს გისურვებ.
13:05 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მიხო პაპა
ასეთი კაცი მართლა ცხოვრობს ნინოწმინდაში.ის არის მართლა კოლორიტი.კარგი თამადაა.კარგად მღერის დოლზე,გარმონზე და მოკლედ სუფრაზე კარგ დროს გაგატარებინებს,აქვს კარგი იუმორიც,მოკლედ კარგი კაცია.თუ მართლა იმისი გოგოა, მამას მგვანებია და ეს კარგია,როცა ვნახავ აუცილებლად ვკითხავ,არ დამალავს.ამ გოგომ თუ მართლა ასეა.უნდა იამაყოს ამ კაცით.
10:58 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
წარმატებებს გისურვებ სალომე, ცხოვრება ისეტი სასტიკია ბევრჯერ გატკენენ გულს უგირსი და სჰურიანი ადამიანები, მაგრამ შენ ისეთი ნიჭი მოგმადლა ღმერთმა დამიჯერ სულ წარმატებული იქნები, გაიხარე შვილი და დედას გაუFრთხილდი, ვხედავთ როგორ წვალობს შენ რომ ბედნიერი იყო. წარმატებები!
10:44 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
წარმატებები სალომეს სხვისი ბედნიერება ნუ გშურთ ხალხო რა გჯირთ ეს გოგო იმსახურებს ნამდვილად გამარჯვებას
00:48 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მართალია,კარგი გოგოა,მაგრამ ეს მგონი პიარია.სხვებმა რა დააშავეს?
00:35 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
სალომე ხალხმა მოიწონა და ხალხს უყვარს ვისაც არ მოგწონთ ნუ უყურებთ ვინც მოგეწონტ იმას უყურეთ ბოღმა გულში ჩაიკალით რა გინდათ ამ საყვარელი გოგონასგან მიხარია რომ ასეთი გამორჩეული ხმა აქვს
00:05 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
იაკო
ძალიააან კარგი გოოგოონააა,წარმატებებიიი
23:27 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სულმკიდიხართყველა
შეეშვი უმამობით მანიპულირებას! ხალხს ბევრად მძიმე პრობლემები აქვს და ასე საქვეყნოდ არ წუწუნებს! ნუ დაგვღალეეე!
23:20 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
sofia
აუჰ, კარგი რა ამას თუ თავის არიდება ქვია?! ამ გოგოს ნახვა უკვე აღარ მინდა არც შოუში და აღარც მისი სიმღერა მაინტერესებს. უმამობა კი არა ამაზე ბევრად უარესი პრობლემები აწუხებს ხალხს და ამან კიდევ ყველა შოუში ამაზე აკეთებს აქცენტს... გავიგეთ და დავიღალეთ მამაშენზე ლაპარაკით! ყველას ჩვენ-ჩვენი პრობლემები გვაქვს და მორჩი წუწუნს !
23:13 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS