20 ივნისი, 2014
სალომე ტეტიაშვილი მამის – ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააბრაზა

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი

''X ფაქტორის'' მონაწილე სალომე ტეტიაშვილი, სულ უფრო ხშირად ხვდება პრესისა და ინტერნეტსაიტების გვერდებზე. მართალია, გოგონა პოპულარული ''იუთუბზე'' გამოქვეყნებული ოჯახური ვიდეოთი გახდა, სადაც სალომე მეგობრებთან ერთად მღერის, თუმცა მის პოპულარობას ხელი პირადმა ისტორიამაც შეუწყო.

სალომე დედამ გაზარდა და მამა პირველად ოთხი წლის ასაკში ნახა, ისიც მცირე ხნით. ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ ცნობილია, რომ მამას მეორე ოჯახი ჰყავს და სალომეს ცხოვრებაში არც მისი პოპულარობის შემდეგ
გამოჩენილა.

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, მომღერლის მამა საგარეჯოში ცხოვრობს და მისი სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილია. ამ ამბის გაგებისას ყველას, რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა.

ჩვენი ინფორმაციით, სალომე მამის სახელისა და გვარის მედიაში გამოქვეყნებამ ძალიან გააბრაზა. ჩვენთან საუბარში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მაინც გვითხრა, რომ ვერ ხვდება, რატომ ერევიან ასე აქტიურად მის პირად ცხოვრებაში.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
გიორგი
რატომ უნდა გაბრაზდეს ვერ გავიგე, როდესაც უმესიჯებენ ხომ მოსწონს. კეთილი ინებოს და საზოგადოებას ზომიერად გასცეს პასუხები დასმულ კითხვებზე, თუნდაც ის ეხებოდეს პირადულსაც.
15:03 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
რა გინდათ ამ გოგოსგან.თავი დაანებეთ და ყველამ თქვენს თავებსა მამებს მიხედეთ რა,,ბევრის დედა 3 -ჯერ არის განატხოვარი და ყველას სხვადასხვა გვარები აქვტ სჰვილები ერთმანეტს ვეგარ ცნობენ და კიდე სხვებზე ამბობტ რამეს?შეგრცხვეთ..და უფლის გეშინოდეთ..წარმატებები სალო...
22:20 / 22-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ძალიან მიყვარს სალომე და ნერვებს ნუ უშლით.
19:21 / 22-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ედი
ნიჭიერი გოგოა და თავისით მიაღწია პოპულარობას, დარწმუნებული ვარ ერთ ერთი ძლიერი იქნება შოუბიზნესში. ამ გოგომ იცის შრომის ფასი და ეცოდინება შრომის შედეგიც როცა ძნელად მიიღწევა ამ სფეროში, მას გაუმართლებს . რადგან იცის რა უნდა და როგორ უნდა მიიღოს
17:41 / 22-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ძალიან ნიჭიერი გოგოა და არაჩვეულებრივი ხმა აქვს, გეყოთ რა ეს უაზრო კრიტიკა , რომელი გყავთ ამაზე ნიჭიერი, ან ახალი ან ძველი ვითომ ვარსკვლავებიდან.
10:26 / 22-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ხალხო სალომესაც და მის მამასაც, ტავიაანტ საქმეს ტავად მოგვარებენ, ვინ იცის ტვიტეული ტკვეტაგანის მეუგლეს, მამას, დედას, ზმას და და დას უარესი რამ აქვს გაკეტებული და ტავად არ იციტ, ამიტომ მიხედეტ ტქვენს ოჯახს, ახლობლებს, სხვის საქმესჰი ტქვენი ბინზური ცხვირს ნუ ცაკობტ, ტავად რომ არ გამოგეპაროტ არაფერიიიიი ბ
22:50 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
აი, რა მიკვირს იცით? გაბრაზებულა, ნუ ერევითო ჩემს პირადში, კი მგრამ შე კაი ქალო, თავად არ მოგვახვიე და ყელში არ ამოგვადინე? ისეთი სიხშირით გადის შენზე სიუჯეტები, რომ უკვე მოსწყინდა ხალხს. დოზირება უნდა იცოდე თავად!
20:36 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
ეს გოგო არის საოცრება!ყველაფერი კარგი რითაც კი შეიძლება იამაყოს ქართველმა თავის ქართველობით,ამ გოგოშია თავმოყრილი!ძალიან მიყვარხარ სალომე!
19:05 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
არ ყავს მამა მაგრამ კარგი გოგოა, რა, ასეთი მამა რომ ყოლოდა გვერდით შეიძლება დღეს ამდენისთვის არ მიეღწია.ვერ გაიგებ დედის ბრალია თუ მამის მაგრამ ამ კაცს შვილი არ უნდა მიეტოვებინა.ამიტომ ყოჩაღ დედას
18:43 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ilia
აუუ გაჭირვებულია და მოიგებსოო! ერთი ეგაა გაჭირვებული და მეორე ჩემი მეზობელი გურამი! გვარს არ დავასახელებ! მორჩეს რა ამ ქვეყანაში იმიტომ გამარჯვება რომ უჭირს, არაფერიც არ უჭირს და გმერთმა ნუ გაუჭირვოს კაცო! ეგენი მუშაობენ მაინც ორივე დედა შვილი, უმუშEვრები და გაჭირვებულები ბევრი ვიცით! მორჩეს ამ სიდუხჭირით მანიპულირება! დაფასდეს ნიჭი და შესაძლებლობები! ბევრი სხვა ჯობია ამას მაგ პროექტში
16:53 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS