20 ივნისი, 2014
სალომე ტეტიაშვილი მამის – ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააბრაზა

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი

''X ფაქტორის'' მონაწილე სალომე ტეტიაშვილი, სულ უფრო ხშირად ხვდება პრესისა და ინტერნეტსაიტების გვერდებზე. მართალია, გოგონა პოპულარული ''იუთუბზე'' გამოქვეყნებული ოჯახური ვიდეოთი გახდა, სადაც სალომე მეგობრებთან ერთად მღერის, თუმცა მის პოპულარობას ხელი პირადმა ისტორიამაც შეუწყო.

სალომე დედამ გაზარდა და მამა პირველად ოთხი წლის ასაკში ნახა, ისიც მცირე ხნით. ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ ცნობილია, რომ მამას მეორე ოჯახი ჰყავს და სალომეს ცხოვრებაში არც მისი პოპულარობის შემდეგ
გამოჩენილა.

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში სალომეს წარსულიდან კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, მომღერლის მამა საგარეჯოში ცხოვრობს და მისი სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილია. ამ ამბის გაგებისას ყველას, რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა.

ჩვენი ინფორმაციით, სალომე მამის სახელისა და გვარის მედიაში გამოქვეყნებამ ძალიან გააბრაზა. ჩვენთან საუბარში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მაინც გვითხრა, რომ ვერ ხვდება, რატომ ერევიან ასე აქტიურად მის პირად ცხოვრებაში.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
მაია
სალომე ძალიან საყვარელი გოგო ხარ. ქართველი ქალის კდემამოსილება გიხდება. შენნაირები ხშირად უნდა გამოდიოდნენ ტელევიზიით, რომ ბავშვებმა გაიგონ რა არის ქალში ღირებული............
16:59 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
dali
ძალინ ნიჭიერი ხარ და კეთილი. არ აყვე ჭორებს არ გჭირდება მამა რომელსაც ასეთი შვილის ყოლა არ ეამაყება ბევრი შურიანი გატკენს გულს...შენ ყველაზე ძლიერი უნდა იყო, გისურვებ სიყვარულს და წარმატებებს... დალი ყენია ინგლისური ენის პედაგოგი სიამოვნებით უფასოდ მოგამზადებდი..ვასწავლი იტალიურსაც 597 51 10 14
06:48 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ტეო
რა ლამაზია
16:25 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაგო
სად გაქვთ ზოგიერთებს ამდენი გესლი, საინტერესოა,მიხო პაპამ კიდე.... ასეთი მამით იამაყოს ამ გოგომო, რეებს უბერამ, პაპიიიიი,
15:26 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
სალო მე ძალინ მინდოდა ბოლომდე მენახე იქს ფაქტორში, ძალიან დამწყდა გული მაგრამ მე ვფიქრობ ეს იყო შერჩეული სიმღერის ბრალი სხვა სიმღერა რომ გემღერა ეს არ მოხდებოდა მაგრამ გული არ გაიტეხო მაინც იბრძოლე და მიაღწევ წარმატებას, სიმღერა ყოველთვის შენ შეარჩიე სხვას არ დაეთანხმო იმაში რაც შენ არ მოგეწონება
15:05 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
pll
S.a.a.a.l magari xar da dzalian nichierrii ♥♥♡♡
13:50 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თინიკო დეიდა
სალომე შვილო, ნამდვილად ნიჭიერი და საუკეთესო ხმის პატრონი ხარ, ნურავის უსმენ და გააგრძელე შენი ცხოვრება ისე ლამაზად და წარმატებულად, რომ გვასახელო და ყველამ ვიამაყოთ შენით.შენ აუარებელი ადამიანის სიყვარული დაიმსახურე უმოკლეს დროში, რაც უდაოდ შენი ნიჭის დამსახურებაა და ნუ გაგიკვირდება ზოგჯერ შურის მომენტი. ღმერთმა დალოცვილი გზებით გატაროს.
01:11 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
უნიჭიერესია საოცარი ხმა აქვს ♥ მამის თემას კი თავი დაანებეთ - მეც უმამოდ ვარ გაზრდილი და კარგად ვიცი რა არის, მამად იწოდებოდეს კაცი, რომელსაც ერთხელ არ გახსენებიხარ. ძალიან მტკივნეულია, ვისაც არ გამოგიცდიათ, ვერ გაიგებთ და უბრალოდ დაანებეთ თავი!!!!!! სმს-ბს ნუ ამადლით კიდევ. დატკბით ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ხმით და მორჩა!
14:58 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
578
მიხო პაპას.-მიმიფურთხებია კაცის მაგარი თამადობის და დოლ-გარმონისთვის,თუ კი ადამიანად არ ვარგა.სისხლზე და ხორცზე აღარ ვლაპარაკობ.ქალი მიატოვა და ყველაფერზე ხელები დაიბანა. დაკა დოლი,გაწი გარმონი.სალომე კი გააპიარეს,მაგრამ რა,არა აქვს ნიჭი?
12:16 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვინც პოპულარული არაა, იმის ცხოვრება არავის აინტერესებს და პირიქით. თუ პრეტენზია გაქვს, მისი უარყოფოთ მხარესაც უნდა შეეგუო ისტერიკის გარეშე.
17:09 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS