20 ივნისი, 2014
რა მოხდა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' - ''მიშასგან ასეთ საქციელს არავინ ელოდა''...
მიშას მეუღლის ია სუხიტაშვილის ''ფეისბუქზე'' მეგობარმა შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა 19 ივნისს ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მორიგ ტურში პროექტის ორგანიზატორებმა სიახლე შემოგვთავაზეს. ვარსკვლავებმა წყვილები გაცვალეს. შოუმ კარგად ჩაიარა. მონაწილეებმა ჟიურის წევრებისგან დადებითი შეფასებები მიიღეს. ტურის ლიდერი ლევან ჩიჩუა გახდა.

აუტსაიდერებში კი მარიამ კუბლაშვილი დასახელდა. მეორე აუტსაიდერი მიშა მესხი გახდა, რომელიც საბოლოო შედეგების გამოცხადებას არ დაელოდა და შოუ დატოვა. ''დავიღალე კიდეც და ისეთი რაღაცებიც ხდება, რაც არ მომწონს. არ მაინტერესებს სიაფანდი შედეგები'' - თქვა და წავიდა. ინგა გრიგოლია
შეეცადა, მიშას დაეკონკრეტებინა, რატომ მიდიოდა, მაგრამ მსახიობმა მეტის თქმა არ ისურვა.

შევეცადეთ გაგვერკვია, რა მოხდა რეალურად. მიშა მესხის მეწყვილემ ჯულიანა ბარგ-ნარმა არ მოინდომა კომენტარის გაკეთება. ჯერ ვერაფერს ვიტყვიო, გვითხრა. ვესაუბრეთ მზია ორველაშვილსაც, რომელმაც მიშასთან ერთად იცეკვა და მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა. მზიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში მიშა კარგ ხასიათზე იყო და მისგან ასეთ საქციელს არავინ ელოდა.

მიშას მეუღლის ია სუხიტაშვილის ''ფეისბუქზე'' მეგობარმა შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა.

''ია, ყოჩაღ მიშას. საამაყოა ნამდვილად! ყველა ეგრე რომ იქცეოდეს, შოუები დაემსგავსებოდა სათანადო შოუებს. გულით ბრავო!'' სტატუსს იას კომენტარი მოჰყვა, ''მადლობა და აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში''.

მოკლედ, ჯერჯერობით არავის არ უნდა ნამდვილი მიზეზზე საუბარი და ყველაფერი გაუგებარი რჩება. საინტერესოა, რატომ წავიდა მიშა ახლა.

თუ შოუში ბევრი რამ არ მოსწონდა, გასულ ტურში, როდესაც ვეტო გამოიყენეს და მიშა და ჟულიანა დატოვეს, ეს ამბავი რატომ გაუხარდა, რომ ჯერ ვეტოს გამომცხადებელს გოჩა ჩერტკოევს შეახტა ზურგზე და მერე რეკლამის გასაკეთებლად მისულ ანრი ჯოხაძეს. იმედია, მალე ყველაფერი გაირკვევა და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მაყურებელს ''სიაფანდ შედეგებთან'' დაკავშირებით ეჭვები არ ექნება.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნინო
იასებია მანდ მართლა ყველაზე ძლიერი მონაწილეა! მიშა მესხი კი აქამდე როგორ დარჩა ეგ უფრო გასაკვირია ;) კი, კარგი მასხიობია და მეც ძალიან დადებითად ვარ მის მიმართ განწყობილი, მაგრამ ვერ ცეკვავს და მემგონი ეს აშკარაა... გამარჯვების რეალური კანდიდატები არიან იასენია და მარიამი :)
10:20 / 22-06-2014
გამოხმაურება / 0 /
რამიშ
მაგას თავი სცენაზე კიარა მეტადონის პროგრამაში ეგონა როგორც მთელ მაგის ოჯახს
04:14 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მესხის ცეკვა რა ფინალამდე მისაყვანი იყო. აქამდეც უნდა წასულიყო. მარიამისა და იასენიას ცეკვა კარგი საცერი მაინცაა. არც თიელი მომწონს ეს ინგა რომ ტუტუცდება, ნეტავ რას ხედავს მასში, მარიამს კი ეჭიდავება.
21:25 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
აუ არ გინდათ რა ეს ცინიკური სტატიები.. მართალი თქვა და წავიდა.. სირცხვილია საქართველოში შოუს ორგანიზატორები იმისთვის რო იბრძვიან ვიღაც იასენიას გაამარჯვებინონ რომელიც აფხაზი კი არა ვიღაც მილიონერის შვილია.. საზიზღარი პროექტია რა კაი ქნა რო წავიდა
18:02 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS