
ყოველთვის ინტერესდებიან ნინი ბადურაშვილის პირადი ამბებით. რამდენიმე დღის წინ მომღერალი ქობულეთში ისვენებდა და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებულ მამაკაცთა კომენტარებმა არ დააყოვნა. თუმცა ზოგი მათგანი აღნიშნავდა,

რამდენიმე დღეა პოპულარული გახდა ერთ-ერთი ბანკის რეკლამა, სადაც სანტას თავს რამდენიმე ფიფქია საცურაო კოსტიუმში აწონებს. მათ შორისაა რუსკა მაყაშვილი და ლიკა ლაბაძე, რომლებიც სარეკლამო კლიპში გადაღებისას გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას არ მორიდებიან და რასაკვირველია, მათი ფოტოები ბევრმა დაათვალიერა და არც აღფრთოვანებული კომენტარები დაუშურებიათ.


იმ გოგონების რიცხვს, ვისი გარეგნობითაც მამაკაცები აღფრთოვანებულები არიან, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობის შემდეგ მოდელი ნინი ნებიერიძე გახდა. ნინის გარეგნობას ხოტბა მიუძღვნა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' რეჟისორმა ლევან წულაძემ. არც ნინი ნებიერიძე ერიდება მეგობრებთან ერთად აუზზე გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას.

ყველაზე პატარა ცნობილ გოგონებს შორის, ვინც მამაკაცების ყურადღება მიიქცია, მომღერალი ლიზა ყენიაა. ბოლო დროს ლიზა აქტუალური სწორედ გულახდილი ფოტოებით გახდა.

თბილისში სულ უფრო ცხელა და სავარაუდოდ ცნობილი ქართველების რიცხვი, ვინც სოციალ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოებით მოიწონებს თავს, გაიზრდება.
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის




















