18 ივნისი, 2014
როგორ პოზირებენ ქართველი ვარსკვლავები საცურაო კოსტიუმებში
ყოველთვის ინტერესდებიან ნინი ბადურაშვილის პირადი ამბებით. ბოლო დროს მოდური გახდა საცურაო კოსტიუმით თავის მოწონება. წლების წინ ერთ-ერთი პირველი, ვინც არ მოერიდა გულახდილი ფოტოების გადაღებას, კრისტი ყიფშიძე იყო. კრისტი ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ცოტა ხნის წინ მეგობარ - დათუნა სულიკაშვილთან ერთად აუზზე გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

Rating

ყოველთვის ინტერესდებიან ნინი ბადურაშვილის პირადი ამბებით. რამდენიმე დღის წინ მომღერალი ქობულეთში ისვენებდა და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებულ მამაკაცთა კომენტარებმა არ დააყოვნა. თუმცა ზოგი მათგანი აღნიშნავდა,
რომ ნინი ზედმეტად გამხდარია.

Rating

რამდენიმე დღეა პოპულარული გახდა ერთ-ერთი ბანკის რეკლამა, სადაც სანტას თავს რამდენიმე ფიფქია საცურაო კოსტიუმში აწონებს. მათ შორისაა რუსკა მაყაშვილი და ლიკა ლაბაძე, რომლებიც სარეკლამო კლიპში გადაღებისას გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას არ მორიდებიან და რასაკვირველია, მათი ფოტოები ბევრმა დაათვალიერა და არც აღფრთოვანებული კომენტარები დაუშურებიათ.

Rating
Rating

იმ გოგონების რიცხვს, ვისი გარეგნობითაც მამაკაცები აღფრთოვანებულები არიან, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობის შემდეგ მოდელი ნინი ნებიერიძე გახდა. ნინის გარეგნობას ხოტბა მიუძღვნა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' რეჟისორმა ლევან წულაძემ. არც ნინი ნებიერიძე ერიდება მეგობრებთან ერთად აუზზე გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას.

Rating

ყველაზე პატარა ცნობილ გოგონებს შორის, ვინც მამაკაცების ყურადღება მიიქცია, მომღერალი ლიზა ყენიაა. ბოლო დროს ლიზა აქტუალური სწორედ გულახდილი ფოტოებით გახდა.

Rating

თბილისში სულ უფრო ცხელა და სავარაუდოდ ცნობილი ქართველების რიცხვი, ვინც სოციალ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოებით მოიწონებს თავს, გაიზრდება.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS