18 ივნისი, 2014
ნოდარ ხადურის პაროდისტმა ცოლი მოიყვანა
უკვე რამდენიმე თვეა რაც წყვილი ერთად ცხოვრობს ''კომედი შოუში'' როგორც ჩანს, ქორწილების და ბედნიერების დრო დადგა. ვასო ფხაკაძის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ცოლი ნოდარ ხადურის პაროდისტმა - მიშკა ცინცაძემ მოიყვანა.

Rating

მიშკას რჩეული თოჯინაა.  სწორედ ამ სახელითაა იუმორისტის მეუღლე ''ფეისბუქზე'' დარეგისტრირებული და მეგობრები კომენტარებშიც თოჯინათი მიმართავენ და გაბედნიერებას ულოცავენ.

Rating

უკვე რამდენიმე თვეა რაც წყვილი ერთად ცხოვრობს. ქორწილი კი 14 ივნისს ჰქონდათ. მიშკას მეჯვარეები ''კომედი შოუს'' მსახიობები ბექა ონიანი, ბექა მახაჭაძე და გიორგი მარშანია არიან.

Rating

ქორწილის შემდეგ წყვილი
ეგვიპტეში გაემგზავრა.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS