17 ივნისი, 2014
სოფო სააკაშვილის პირველი კომენტარი სტეფანეზე - ''ყველაფერი ხდება''...
ხმები ორად გაიყო. მენტორთა თხოვნით სტეფანემ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სოფო პროექტში დარჩა გუშინ ''X ფაქტორის'' მორიგ კონცერტზე აუტსაიდერებად სოფო სააკაშვილი და აკე და ანა დასახელდნენ. როგორც უკვე იცით, პროექტის ამ ეტაპზე აუტსაიდერების ბედს ჟიური წყვეტს. ის მონაწილე, რომელსაც სამი მენტორის ხმა ექნება, პროექტში რჩება, მეორე კი კონკურს ტოვებს.

გუშინ აუტსაიდერების შეფასება სტეფანემ დაიწყო, - ''სოფო სააკაშვილის გამო მაყურებელს მინდა ვუთხრა, ბრავო! და მათ გასახარად ჩემს ხმას აკესა და ანას ვაძლევ''...

ეს ფრაზა მენტორისგან, რომელმაც სოფო
სააკაშვილი ორჯერ იხსნა პროექტის დატოვებისგან, გაუგებარი აღმოჩნდა. სტეფანეს საქციელმა შოკში ჩააგდო სხვა მენტორებიც. მხრებს იჩეჩავდა თამთა გოდუაძე, გაოცებული იყო სოფო ტოროშელიძე, გიორგი გაბუნიამ სტეფანეს დაგაწყვეტილება დაუწუნა და უთხრა, რომ რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა, თავისი ბარტყის ბუდიდან გადაგდება, არ იყო მისი მხრიდან კარგი საქციელი.

ბუნებრივია სოფო ტოროშელიძემ თავისი ხმა აკესა და ანას მისცა. ხმები ორად გაიყო. მენტორთა თხოვნით სტეფანემ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სოფო პროექტში დარჩა.

სოფო სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილებით მიღებულ ემოციებზე ვკითხეთ.

- სოფო, ყველასათვის მოულოდნელი იყო სტეფანეს გუშინდელი გადაწყვეტილება. შენ როგორი რეაქცია გქონდა?
- ტელევიზორს თუ უყურეთ, მიხვდებოდით ჩემს რეაქციას. განსაკუთრებული რეაქცია არ მქონია. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მე ვერაფერს შევცვლიდი.
- ელოდი ამას?
- როგორ გითხრათ, პროექტში როცა ხარ ყველაფერს უნდა ელოდო, ან გავარდები ან დარჩები.
- აუტსაიდერობაზე არ მიკითხავს, სტეფანე რომ გაგწირავდა ამას თუ ელოდი?
- ამას ვერ გეტყვით, არაფერს არ ველოდი საერთოდ. მაგრამ ყველაფერი ხდება.
- სტეფანეს ამ გადაწყვეტილებამ ხომ არ იქონია გავლენა თქვენს ურთიერთობაზე. შენ დარჩი პროექტში და მასთან მოგიწევს კვლავ მუშაობა... ალბათ მაინც დაგწყდა გული...
- არა, ვერ ვიტყვი, რომ გული დამწყდა. კონცერტი რომ დამთავრდა, კულისებში ჩვეულებრივად ვსაუბრობდით რეპერტუარზე, რაც შემდეგ კონცერტზე უნდა ვიმღერო. ამდენად, ამით ჩემსა და სტეფანეს შორის ურთიერთობა არ გაფუჭებულა.
- თუ ეცადა აეხსნა შენთვის, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
- ის არის მენტორი და თავად წყვეტს როგორ მოიქცეს. რაიმეს ახსნის ვალდებულება, ჩემს წინაშე არ აქვს.
- მოგწონს, ის სიმღერები რასაც სტეფანე გირჩევს?
- სტეფანე საკმაოდ გემოვნებიანი მუსიკოსია და ყოველთვის გემოვნებიანად მირჩევს სიმღერას. მომწონს ის სიმღერები, რომელიც ამ კონკურსზე შევასრულე.
- თუმცა, გუშინ გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად და ვოკალურად შეუდარებელი ხარ პროეტში, შენს მიერ ნამღერი სიმღერები მაყურებლის გულამდე არ მიდის. როგორ გგონია, ამის თქმის საფუძველს რა აძლევს ბიჭების მენტორს?
- წარმოდგენა არ მაქვს. ეს ალბათ გაბუნიას უნდა ჰკითხოთ.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ირინე
რას გაიგებს კაცი ვინ რას ფიქრობს ან ვინ რას ამბობს.
13:32 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ჰა ჰა ჰა ....... ჟურნალისტს სკანდალის აგორება უნდოდა და არ გამოუვიდა ... საღოლ სოფო :*:
21:35 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ტაშები ტუშები
აი ეს გინდათ თქვენ
03:24 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ელი
აღარ დუმესიჯებენ და ისეთი დიპლომატი გამოვა სოფოსგან (ინტერვიუდან გამომდინარე)გაგიხარია
03:20 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
უდავოდ კარგი ხმა აქვს და კარგადაც მღერის,მაგრამ რაღაცა აკლია,ჩემი აზრით ვიზუალურად მთლად კარგად არ გამოიყურება,ძალიან შეუფერებელი კაბა ეცვა,გაშლილი თმა ხომ საერთოდ არ უხდება,კისერს უმოკლებს,თუ იმიჯს შეიცვლის კარგი იქნება.
18:08 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
მეც ვფიქრობ, რომ სტეფანე ოსტატურად მოიქცა და ნამდვილად ნამუსზე შეაგდო მენტორები:)
16:01 / 22-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ყიფო ყველაზე მაგარიაააა
15:16 / 22-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაკო
მე-ს. მასწავლებლებზე ერთი ვაგონი ჩაჩუტული ჩამომდგარა სადგურზეო, გაიგე? რომ გაიზრდება, იცი რამდენი შეგხვდება? გაგიხარდა ხომ! რატომაც არა!
12:40 / 19-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
კარგით რაა რა იყო სწორი??ყოველ კონცერტზე თავს იგიჯებს ამ სოფოს გულიზე,ვერ ხედავს რომ თვითონ შეაძულა სოფო ხაალხს,მაგის გამო რამდენი ვიგაც გააგდო,და სალომე რომ დარჩა კინაგამ კრუნჩხვებში ჩავარდა.ეხლა კიდევ აკე და ანაც "გაყარა"!!!ხალხი მაინც აღარ დაუმესიჯებს სოფოს და ერთ დგესაც ვეგარ გადაარჩენს...ყიფიანი უმაგრესი და საუკეთესოააა!
07:28 / 19-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ნათია გეთანხმები ბოლომდე :) უბრალოდ სტეფანე დაიგალა სოფის სულ გადარჩენით და მაყურებელზე განაწყენდა, რაც შეეხება სოფის კიი ძაან მაგრად მღერის მაღალ ნოტებსაც თავსუფლად იღებს მაგრამ ის პეტი აკლია რაც ემოცია დრაივი და ხალხის აყოლიება ქვია, და თორნიკეს ეს ყველაფერი აქ უძლიერესია საღოლ.
03:24 / 19-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS