ორი დღის წინ კი სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნდა, რომ თავს შეყვარებულად გრძნობდა. ერთ-ერთმა მეგობარმა, შეახსენა, რომ ცოლი ჰყავდა და როდესაც გაიგო, რომ წყვილი დაშორდა, გულისტკივილით აღნიშნა, რომ ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს.
ერეკლეს იმ იმედით დავუკავშირდით, რომ ამჯერად მაინც დაადასტურებდა, იმას, რასაც რამდენიმე თვის წინ ტყუილი უწოდა.
ერეკლე:
- ცოლის დაშორებაზე რატომ უნდა მკითხოთ ჟურნალისტებმა, არ გკიდიათ? ეს თემა დედაჩემს აღარ აინტერესებს. ჟურნალისტებს და ხალხს რატომ აინტერესებს, ვერ ვხვდები.
- არიან გოგონები, რომლებსაც უნდათ, შენს პირად ცხოვრებაზე ყველაფერი იცოდნენ.
- გოგონებს თუ აინტერესებთ, მაშინ გამოუშვი, მოვიდნენ ჩემთან. დამისვით კითხვები კლიპზე, რომელიც გავაკეთე და კონცერტზე. განშორებაზე რატომ უნდა გქონდეს კითხვები, ვერ ვხვდები.
- პოპულარული ადამიანის პირადი ცხოვრება ყველას აინტერესებს.
- ცოტა ხანი ეგ თემა დაივიწყეთ და მოგვიანებით გპირდებით, პირველად თქვენ მოგიყვებით.
- მხოლოდ ერთ კითხვაზე გვიპასუხეთ. ვინაა თქვენი შეყვარებული?
- სახელს და გვარს ვერ გეტყვით. ერთი კარგი გოგოა.
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის




















