16 ივნისი, 2014
სკანდალის გაგრძელება – ეკა კვალიაშვილს პირადი ექიმი პასუხობს: ''ამას არ ვახმაურებდით''...
ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა დღეს, ჟურნალ "რეიტინგში" მომღერალ, ეკა კვალიაშვილის შვილის, ნუკას ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც გოგონა დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვიამბობდა. ნუკა წუხდა იმის გამო, რომ ცალკეულმა კომპანიებს, რომლებიც ეკას ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ, დღემდე არ გადმოურიცხავთ ფული დედის ანგარიშზე.

ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა. გთავაზობთ ამონარიდს ნუკას ინტერვიუდან.

''მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდებათ ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა,
რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი, ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიითვის სავალალოა''.

ჩვენ პირად ექიმს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

გოგიტა გეგელაშვილი:
- მე დავუკავშირდი სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებს. ისინი მზად არიან ყველა ხარჯი აანაზღაურონ, გადარიცხონ თანხა, რომელსაც დაჰპირდნენ მომღერალს. ამისთვის ქალბატონმა ეკამ უნდა დაწეროს განცხადება. რაც შეეხება ინვოისებს, რომელიც პარიზიდან ჩამოვიდა, ეკას დავუხარისხე და ვუთხარი, ხვალ ამ საბუთებით მიხვალ მერიაში, დაწერ განცხადებას და გეტყვიან, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი-მეთქი.
- ნუკა ამბობს, რომ ეს ბიუროკრატიული საკითხები თქვენ უნდა მოგეგვარებინათ...
- მე რატომ უნდა მომეგვარებინა? მე ვარ ეკას მკურნალი ექიმი. არც სამინისტროში და არც მერიაში არ ვყოფილვარ ექვს წელიწადზე მეტია. განცხადებას მის მაგივრად ხომ ვერ დავწერ. ეს არის ფინანსური მოქმედება, რომელიც მოქალაქის პირადი განცხადების საფუძველზე კეთდება. ერთადერთი რაც მე შემეძლო ის იყო, რომ გავყოლოდი. ამას ნებისმიერი სხვაც გააკეთებდა. მე მანქანა არ მყავს, თან დრო არ მაქვს, სხვა უამრავი პაციენტი მყავს.
- კიდევ ერთი კითხვა მაქვს დიაგნოზთან დაკავშირებით. ეკა ხოფერიას გადაცემაში მომღერლის დიაგნოზად დასახელდა ნეიროვირუსი. ახლა ეკა ამბობს, რომ გაფანტული სკლეროზი აქვს. იქნებ გაგვარკვიოთ, რა სჭირს ეკას?
- გაფანტული სკლეროზი ერთ-ერთ დიაგნოზად მაშინაც იყო დასახელებული, ოღონდ ამას არ ვახმაურებდით, რადგან ყველა ანალიზი ვერ ჩავატარეთ. მას მერე, რაც ეკამ გამოკვლევა ჩაიტარა პარიზში, დიაგნოზი დადასტურდა.
- დღეს თუ ხართ კვლავ ეკას ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩახედული?
- მე ვარ ექიმი, რომელმაც პაციენტს დავუსვი დიაგნოზი, მივიღე მონაწილეობა ინვოისების დახარისხებაში და ამით დავამთავრე. არც მიფიქრია, რომ მერიაში უნდა წავყოლოდი. ეკა ძალიან მიყვარს, მისი სიმღერის მოტრფიალე ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ამდენი დრო მართლა არ მაქვს.
- თუ მხოლოდ ერთი გასვლა სჭირდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, როგორ გგონიათ, რატომ შეიკავა თავი ეკამ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ნამდვილად არ მაქვს იმდენი დრო ყველა პაციენტს მერიაში ან სხვა საქალაქო დაწესებულებაში გავყვე. თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, მე ვერ მოვუგვარებ. ერთადერთი რაც შემიძლია არის ის, რომ კვლავ დავრეკო სამინისტოში, მერიაში და ვიკითხო, რატომ, უქმნიან ეკას პრობლემებს. სხვა არაფრის გაკეთება მე არ შემიძლია. როგორც მახსოვს, ცხრაას ევროზეა ლაპარაკი. თუ ამ თანხაზე ეკას ვინმემ უარი უთხრა, შევარცხვინე ასეთი ადამიანი. მე მაინც მგონია, რომ უბრალოდ გაუგებრობაა, თან ნათქვამი აქვთ, ვურიცხავთო, განცხადებაა უბრალოდ დასაწერი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 97 /
ვუი, ვაი
ასე არიან ნაჩვევი სულ სხვის მომსახურებას. შვილმა რო მიხედოს დედას არ შეიძლება?
23:56 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია.
ექიმებმა თუ ფულებზე ირბინეს, პაციენტებს ვინ მიხედავს? ვერ გავიგე რაში არის ექიმი დამნაშავე? ნუკი იქნებ თქვენ ირბინონოთ ფინანსების მოსაგვარებლად და ექიმმა პაციენტებს მიხედოს.
23:55 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მოგზაური
მე მგონი ამ ნუკას უფრო სჭირდება გოგიტა ექიმის მკურნალობა...
23:40 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
ცოტა თავხედური განაცხადი, ხომ არ არის ნუკას მხრიდან? აქ ექიმი არაფერ შუაშია, რაც გაუკეთეს ეკა კვალიაშვილს კიდეც ეკუთვნოდა, მაგრამ მეტისმეტი, რეტისმეტი ხომ არ არის???
23:26 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
მომსახურება ნებავთ სრული პაკეტით, ნუკის არ ადარდებს დედამისი და ექიმს სულ არ ედარდება წარმოიდგინე, ექიმი ეხმარება მაინც , როგორ ეხლა რატო არ მოემსახურა ექიმი.
23:23 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
და მაინტერესებს ექიმებმა პაციენტებს სდიონ თუ მათ დაფინანსებაზე ირბინონ მერიაში. თითონ ნანუკა რას აკეთებს? დედაჩემის დაფინანსებაზე სულ მე დავრბივარ. ექიმს იმიტო ქვია ექიმი რო პაციენტის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და არა მის დაფინანსებაზე.
23:17 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაი,
კვალიაშვილი არ ყოფილა ბუღალტერი და ექიმი უნდა გამხდარიყო ბუღალტერი?!
23:09 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთო
ეგ სიკეთე აკლია ექიმს კიდევ, თურმე ,პაციენტებს დასდევდეს უკან,სხვა ყველაფერი ხომ რიგზეა და ისედაც ხომ დაფასებულია ექიმები დღეს საქართველოში..სირცხვილია ხალხნო.აი,არცერთი ექიმი რომ აგარ დარჩება წესიერი საქართველოში-მერე ნახავთ პარიზებში სიარულს...
22:54 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
tamta
ისე რა მიკვირს იცით? ეს ნუკა თუ ვიღაცა არ იყო მთელ საქართველოს რო ლანძღავდა და აგინებდა? ახლა ხო კარგად დაგჭირდათ თქვენივე გალანძღული ხალხის დახმარება. ცოტა თავმდაბლობა გოგონა და მეტს მოიგებ.
22:54 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ამ ქალბატონს ყველაფერი მზამზარეული ნებავს ? დიდი უმადური ვიღაცაა ხალხი მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა და ერთი სამადლობელი სიტყვა დაენაანა ხო კაი მომღერალია საჯარო პირი მაგრამ ეგეც არ მყავდეს კლეოპატრა ზედ რომ გადაყვნენ
22:36 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS