16 ივნისი, 2014
სკანდალის გაგრძელება – ეკა კვალიაშვილს პირადი ექიმი პასუხობს: ''ამას არ ვახმაურებდით''...
ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა დღეს, ჟურნალ "რეიტინგში" მომღერალ, ეკა კვალიაშვილის შვილის, ნუკას ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც გოგონა დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვიამბობდა. ნუკა წუხდა იმის გამო, რომ ცალკეულმა კომპანიებს, რომლებიც ეკას ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ, დღემდე არ გადმოურიცხავთ ფული დედის ანგარიშზე.

ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა. გთავაზობთ ამონარიდს ნუკას ინტერვიუდან.

''მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდებათ ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა,
რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი, ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიითვის სავალალოა''.

ჩვენ პირად ექიმს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

გოგიტა გეგელაშვილი:
- მე დავუკავშირდი სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებს. ისინი მზად არიან ყველა ხარჯი აანაზღაურონ, გადარიცხონ თანხა, რომელსაც დაჰპირდნენ მომღერალს. ამისთვის ქალბატონმა ეკამ უნდა დაწეროს განცხადება. რაც შეეხება ინვოისებს, რომელიც პარიზიდან ჩამოვიდა, ეკას დავუხარისხე და ვუთხარი, ხვალ ამ საბუთებით მიხვალ მერიაში, დაწერ განცხადებას და გეტყვიან, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი-მეთქი.
- ნუკა ამბობს, რომ ეს ბიუროკრატიული საკითხები თქვენ უნდა მოგეგვარებინათ...
- მე რატომ უნდა მომეგვარებინა? მე ვარ ეკას მკურნალი ექიმი. არც სამინისტროში და არც მერიაში არ ვყოფილვარ ექვს წელიწადზე მეტია. განცხადებას მის მაგივრად ხომ ვერ დავწერ. ეს არის ფინანსური მოქმედება, რომელიც მოქალაქის პირადი განცხადების საფუძველზე კეთდება. ერთადერთი რაც მე შემეძლო ის იყო, რომ გავყოლოდი. ამას ნებისმიერი სხვაც გააკეთებდა. მე მანქანა არ მყავს, თან დრო არ მაქვს, სხვა უამრავი პაციენტი მყავს.
- კიდევ ერთი კითხვა მაქვს დიაგნოზთან დაკავშირებით. ეკა ხოფერიას გადაცემაში მომღერლის დიაგნოზად დასახელდა ნეიროვირუსი. ახლა ეკა ამბობს, რომ გაფანტული სკლეროზი აქვს. იქნებ გაგვარკვიოთ, რა სჭირს ეკას?
- გაფანტული სკლეროზი ერთ-ერთ დიაგნოზად მაშინაც იყო დასახელებული, ოღონდ ამას არ ვახმაურებდით, რადგან ყველა ანალიზი ვერ ჩავატარეთ. მას მერე, რაც ეკამ გამოკვლევა ჩაიტარა პარიზში, დიაგნოზი დადასტურდა.
- დღეს თუ ხართ კვლავ ეკას ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩახედული?
- მე ვარ ექიმი, რომელმაც პაციენტს დავუსვი დიაგნოზი, მივიღე მონაწილეობა ინვოისების დახარისხებაში და ამით დავამთავრე. არც მიფიქრია, რომ მერიაში უნდა წავყოლოდი. ეკა ძალიან მიყვარს, მისი სიმღერის მოტრფიალე ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ამდენი დრო მართლა არ მაქვს.
- თუ მხოლოდ ერთი გასვლა სჭირდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, როგორ გგონიათ, რატომ შეიკავა თავი ეკამ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ნამდვილად არ მაქვს იმდენი დრო ყველა პაციენტს მერიაში ან სხვა საქალაქო დაწესებულებაში გავყვე. თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, მე ვერ მოვუგვარებ. ერთადერთი რაც შემიძლია არის ის, რომ კვლავ დავრეკო სამინისტოში, მერიაში და ვიკითხო, რატომ, უქმნიან ეკას პრობლემებს. სხვა არაფრის გაკეთება მე არ შემიძლია. როგორც მახსოვს, ცხრაას ევროზეა ლაპარაკი. თუ ამ თანხაზე ეკას ვინმემ უარი უთხრა, შევარცხვინე ასეთი ადამიანი. მე მაინც მგონია, რომ უბრალოდ გაუგებრობაა, თან ნათქვამი აქვთ, ვურიცხავთო, განცხადებაა უბრალოდ დასაწერი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 97 /
სალომე
ამათი მოსაწონი ჯერ არავინ შობილა დედამიწის ზურგზე :)
10:06 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა ვიცი,ექიმი მართლაც არ არის ვალდებული ყველა პაციენტს სდიოს, მაგრამ ეს გოგიტა ისე თავგამოდებით იცავდა ეკას ინტერესებს, რომ ალბათ მეტია ვიდრე მხოლოდ მკურნალი ექიმი,საკვირველია ეხლა რომ გაიგო ეს საშინელი დიაგნოზი ფარხმალი დაყარა? სირცხვილია ხალხო, ახალგაზრდა ქალია ეკა და საერთოდ ნუთუ არავინ არ ყავს ახლობელი რომ მიხედოს და გვერდში დაუდგეს? ხოფერიას შოუში კი გაიგიჟეს თავი, იმდენმა ვიღაცამ ჩაურიცხა საქვეყნოდ თანხა, პიარი გაიკეთეს? საერთოდ მეგობარიც არ ყავს მაგ საწყალს თუ რა ხდება, რატომ გახდა ეს ყველაფერი სალაპარაკო? შვილმა კიდე ჯობია სხვებთან პრეტენზიების ნაცვლად მთელი სულით და გულით დაუდგეს დედას გვერდზე, არ ვიცი რა ასაკისაა, მაგრამ მაინც
10:01 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
არავის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ როდის იყო ექიმი დარბოდა პაციენტის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად?
09:41 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
კეკე
ამ დედაშვილის გული ვერაფრით მოიგო ვერავინ ასეთი რა ბოღმის გროვები არიან.
09:39 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკ
ესენი რა უმადურები და მომთხოვნები არიან ერთი ნახეთ რა ამდენ საყვედურებს ერთი მადლობა თქვან ხალხის მისამართით ხთფუი მართLა,,
07:44 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სანდრელი
ქ-ნო ეკა დიდ პატივს გცემთ,თავს ნუ მოიჭრით,ნანახი გაქვთ რომელი საათიდან მუშაობს გოგითა კარლსონივით?!
06:53 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანია
მარტალი გიტხრატ ამ დედა შვილს ვერარ ვიტან, რარაც აუტანლები ჩანან კი მაგრამ ამ ეკაზე მტელი საქრატველო რომ დატრიალდა, ის ქალი რომ იყო კომიკი, იმას რატომ არ დაეხმარეტ?! მოკვდა. მეტს უკეტებ მეტს გტხოვენ. ადექი შენ ნუკა ხარ ტუ ტუკა და მიეტრიეტ მერიაში, ექიმი გადაგყვება ახლა ტან, ტქვემ ბუღალტრები არ ხარტ და ისაა მაშ?!
03:23 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაინც ვერ ვხვდები რატომ არის კომენტარები კვალიაშვილის წინააგმდეგ???კი მისი შვილია პირველ რიგში ვალდებული რომ ირბინოს დედის დაპფინანსებაზე,აბა მე ხომ არ ვირბენ,მაგრამ ეს ცინიზმი ვერ გამიგია ხალხისგან რა ხდება არ გჯერათ ქალის ავადმყოპობა?
02:10 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
რიტა
ჩემო ნუკი თუ ვინმემ რამე გაიმეტოს,თქვენ ხართ ვალდებული დანარჩენზე.ვინ გაგიწიათ დათვური სამსახური შენი გაზრდის დროს და მიგაჩვიათ მზამზარეულს?მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.ეგ კი არა ჩემს მულისშვილს საჩხერეში 8 წლის ბავშვს ტავში ანევრიზმა ააქვს,დგეში მისმა დედამ ,ბებიამ და ოჯახმა 3-4 ჯერ უნდა გაასწორონ მკვდარი ბავშვი და როდისგაცა მოაბრუნონ,და როგორი ასატანია,მტერიც დაიფაროს გმერთმა და ამ დროს არც თვითონ ააქვთ საშვალება ოპერაციის / ~ოპერაცია თურკეტში ან გერმანიაში უნდა გაუკეთდეს/და არც დამპინანსებელი გამოჩნდა ვინმე,თორემ მისი ოჯახი საჩხერიდან ფეხითჩამოვიდოდნენ არათუ სამინისტროში.ასე არ შეიზლება მესმის ძნელია,მაგრამ ეგ ყველაფერი თქვენი მოსაგვარებელია,ტყუილად ხარ გაბრაზებული ექიმზე.ეკას გამოჯანმრტელებას ვუსურვებ.
01:28 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
იცი რას გეტყვით დედაშვილო კვალიაშვილებო საქართველოში ავადმყოფთა უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობის თანხა კი არა აქ ადგილზე გრიპის წამლის ფული არ აქვს. ხო და ამპარტავნობას მოეშვით გაანძრიეთ ერთი ადგილები და გასაკეთებელი გააკეთეთ ღმერთს ნუ ცოდავთ
00:24 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS