16 ივნისი, 2014
სკანდალის გაგრძელება – ეკა კვალიაშვილს პირადი ექიმი პასუხობს: ''ამას არ ვახმაურებდით''...
ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა დღეს, ჟურნალ "რეიტინგში" მომღერალ, ეკა კვალიაშვილის შვილის, ნუკას ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც გოგონა დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვიამბობდა. ნუკა წუხდა იმის გამო, რომ ცალკეულმა კომპანიებს, რომლებიც ეკას ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ, დღემდე არ გადმოურიცხავთ ფული დედის ანგარიშზე.

ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა. გთავაზობთ ამონარიდს ნუკას ინტერვიუდან.

''მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდებათ ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა,
რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი, ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიითვის სავალალოა''.

ჩვენ პირად ექიმს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

გოგიტა გეგელაშვილი:
- მე დავუკავშირდი სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებს. ისინი მზად არიან ყველა ხარჯი აანაზღაურონ, გადარიცხონ თანხა, რომელსაც დაჰპირდნენ მომღერალს. ამისთვის ქალბატონმა ეკამ უნდა დაწეროს განცხადება. რაც შეეხება ინვოისებს, რომელიც პარიზიდან ჩამოვიდა, ეკას დავუხარისხე და ვუთხარი, ხვალ ამ საბუთებით მიხვალ მერიაში, დაწერ განცხადებას და გეტყვიან, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი-მეთქი.
- ნუკა ამბობს, რომ ეს ბიუროკრატიული საკითხები თქვენ უნდა მოგეგვარებინათ...
- მე რატომ უნდა მომეგვარებინა? მე ვარ ეკას მკურნალი ექიმი. არც სამინისტროში და არც მერიაში არ ვყოფილვარ ექვს წელიწადზე მეტია. განცხადებას მის მაგივრად ხომ ვერ დავწერ. ეს არის ფინანსური მოქმედება, რომელიც მოქალაქის პირადი განცხადების საფუძველზე კეთდება. ერთადერთი რაც მე შემეძლო ის იყო, რომ გავყოლოდი. ამას ნებისმიერი სხვაც გააკეთებდა. მე მანქანა არ მყავს, თან დრო არ მაქვს, სხვა უამრავი პაციენტი მყავს.
- კიდევ ერთი კითხვა მაქვს დიაგნოზთან დაკავშირებით. ეკა ხოფერიას გადაცემაში მომღერლის დიაგნოზად დასახელდა ნეიროვირუსი. ახლა ეკა ამბობს, რომ გაფანტული სკლეროზი აქვს. იქნებ გაგვარკვიოთ, რა სჭირს ეკას?
- გაფანტული სკლეროზი ერთ-ერთ დიაგნოზად მაშინაც იყო დასახელებული, ოღონდ ამას არ ვახმაურებდით, რადგან ყველა ანალიზი ვერ ჩავატარეთ. მას მერე, რაც ეკამ გამოკვლევა ჩაიტარა პარიზში, დიაგნოზი დადასტურდა.
- დღეს თუ ხართ კვლავ ეკას ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩახედული?
- მე ვარ ექიმი, რომელმაც პაციენტს დავუსვი დიაგნოზი, მივიღე მონაწილეობა ინვოისების დახარისხებაში და ამით დავამთავრე. არც მიფიქრია, რომ მერიაში უნდა წავყოლოდი. ეკა ძალიან მიყვარს, მისი სიმღერის მოტრფიალე ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ამდენი დრო მართლა არ მაქვს.
- თუ მხოლოდ ერთი გასვლა სჭირდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, როგორ გგონიათ, რატომ შეიკავა თავი ეკამ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ნამდვილად არ მაქვს იმდენი დრო ყველა პაციენტს მერიაში ან სხვა საქალაქო დაწესებულებაში გავყვე. თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, მე ვერ მოვუგვარებ. ერთადერთი რაც შემიძლია არის ის, რომ კვლავ დავრეკო სამინისტოში, მერიაში და ვიკითხო, რატომ, უქმნიან ეკას პრობლემებს. სხვა არაფრის გაკეთება მე არ შემიძლია. როგორც მახსოვს, ცხრაას ევროზეა ლაპარაკი. თუ ამ თანხაზე ეკას ვინმემ უარი უთხრა, შევარცხვინე ასეთი ადამიანი. მე მაინც მგონია, რომ უბრალოდ გაუგებრობაა, თან ნათქვამი აქვთ, ვურიცხავთო, განცხადებაა უბრალოდ დასაწერი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 97 /
ტა-ტა
რამდენი ნიჭიერი ადამიანია მიგდებული უპატრონოდ ამ ქვეყანაში, რამდენი მრავალშვილიანი დედა და კარგი ადამიანი. ამას საქარტVელოში მკურნალობა არ ეკადრება და მის სულელ შვილს კიდევ საქმეებზე სირბილი? რა უვიცი გოგოა ვერ გაუზრდია ეკას შვილი.ასეთი ამპარტავნები რომ არიან მიტომ წუწუნობენ სულ და წუწკუნებენ თითქოს დაჩაგრულები არადა ზეაგმატებიტ დაფასება ნებავთ ქალბატონებს. სასაცილოა ასეთი ჩერცეტი ქალების მოსმენა
11:45 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
lali
gapantuli sklerozi ar ikurneba....me dzalian vtsuxvar ekas diagnozis gamo....me makvs am avadmkopobastan shexeba...aris mxolod betaferonis inektsiebi da shemovida gilenia,aris sxvadasxva ram,magram samtsuxarod tsamlebis miuxedavad,demielinizatsia grdzeldeba da avadmkopis mdgomareoba tandatan mdzimdeba.parizshi mkurnaloba sulats ar aris sachiro. tu diagnozi dadasturda tbilisshits ikneba albat betaperonis inektsiebi
11:11 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ორივეს განათლების დეფიციტი აქვთ, ალბათ ამის ბრალია მათი ასეთი არაადექვატურობა, სამწუხაროა... მხოლოდ განცხადებაა დასაწერი და საჯაროსდ ილანძღებიან, მაშინ როცა "არაცნობადობის" გამო უამრავი ბავშვი იღუპეპა უსახსრობით... უხერხულია, ძალიან უხერხული
10:58 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
ძალიან სამწუხაროა ეკას ამბავი, მაგრამ ექიმი ნამდვილად არაა ვალდებული ბიუროკრატიული საკითხები მოაგვაროს. ნუთუ ეკას ახლობელი არ ყავს ვინმე, რომ დაეხმაროს ამ ყველაფერში? რა შეეხება ნუკას, საშინელი გაუზრდელი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს, საწუხაროდ....
10:55 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ეს ქალი გმერთმა კარგად ამყოპოს ,მაგრამ ძალიან ბევრს ითხოვს მისი შვილი,რამდენი ეკაზე მძიმე ავადმყოპია. დადგეს და ირბინოს ,კუდაბზიკა....
10:54 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ვერ მივხვდი ექიმმა რატო უნდა ირბინოს პაციენტის მოსაგვარებელსაქმეებზე,გეთანხმებით ეს ეკა საქმეა,დარაღათქმაუნნდა ეკა თუ ვერ ახერხებს რას მიკეთებს მისი შვილი
10:49 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
უიმეეეეეეეეეეეეე
ნუკი სვილი იმტომ ყევხარ რომ შენ შენ უნდა ირბინო დედის საქმეეებზე და არა ვიგაცამ მითუმეტეს ექიმმა. რა პრეტენზიული ხაარ?? დედაა შენი ხომ მაში გახდი მისი ბუღალტერიც და მოსამსახურეც და იქნებ ვინმემ გამოთქვას სურვილი ნუკისხ მაგივრად მიხედოს დედასსს??
10:41 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ექიმმა კი არა ახლობელმა ადამიანმა უნდა ირბინოს ფინანსურ საკითხებზე ქალბატონო ნუკა. რატომ უნდა დარჩეს სხვა პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე? მხოლოდ იმიტომ რომ ეკას ექიმი მის ფინანსურ პრობლემებს აგვარებს? გრცხვენოდეთ.
10:41 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
aka
მაინტერესებს ეს ავადმყოფობა აქ არ ინკურნება თუ რა მაგრამ სხვის ფულით უნდა ყველას საზღვარგარეთ მკურნალობა წადი ბატონო მაგრამ სხვის იმედით არა თუ დაგეხმარა ვინმე მადლობა უნდა გადაუხადო კაპრიზებს შეეშვიტ რას წარმოადგენს ნუკი რომ საბუთესზე ვერ ირბენ გოგო, უზრდელი
10:24 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
რე სულით დაცემული დედა და შვილი ყოფილან?????
10:23 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS