16 ივნისი, 2014
სკანდალის გაგრძელება – ეკა კვალიაშვილს პირადი ექიმი პასუხობს: ''ამას არ ვახმაურებდით''...
ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა დღეს, ჟურნალ "რეიტინგში" მომღერალ, ეკა კვალიაშვილის შვილის, ნუკას ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც გოგონა დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვიამბობდა. ნუკა წუხდა იმის გამო, რომ ცალკეულმა კომპანიებს, რომლებიც ეკას ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ, დღემდე არ გადმოურიცხავთ ფული დედის ანგარიშზე.

ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა. გთავაზობთ ამონარიდს ნუკას ინტერვიუდან.

''მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდებათ ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა,
რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი, ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიითვის სავალალოა''.

ჩვენ პირად ექიმს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

გოგიტა გეგელაშვილი:
- მე დავუკავშირდი სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებს. ისინი მზად არიან ყველა ხარჯი აანაზღაურონ, გადარიცხონ თანხა, რომელსაც დაჰპირდნენ მომღერალს. ამისთვის ქალბატონმა ეკამ უნდა დაწეროს განცხადება. რაც შეეხება ინვოისებს, რომელიც პარიზიდან ჩამოვიდა, ეკას დავუხარისხე და ვუთხარი, ხვალ ამ საბუთებით მიხვალ მერიაში, დაწერ განცხადებას და გეტყვიან, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი-მეთქი.
- ნუკა ამბობს, რომ ეს ბიუროკრატიული საკითხები თქვენ უნდა მოგეგვარებინათ...
- მე რატომ უნდა მომეგვარებინა? მე ვარ ეკას მკურნალი ექიმი. არც სამინისტროში და არც მერიაში არ ვყოფილვარ ექვს წელიწადზე მეტია. განცხადებას მის მაგივრად ხომ ვერ დავწერ. ეს არის ფინანსური მოქმედება, რომელიც მოქალაქის პირადი განცხადების საფუძველზე კეთდება. ერთადერთი რაც მე შემეძლო ის იყო, რომ გავყოლოდი. ამას ნებისმიერი სხვაც გააკეთებდა. მე მანქანა არ მყავს, თან დრო არ მაქვს, სხვა უამრავი პაციენტი მყავს.
- კიდევ ერთი კითხვა მაქვს დიაგნოზთან დაკავშირებით. ეკა ხოფერიას გადაცემაში მომღერლის დიაგნოზად დასახელდა ნეიროვირუსი. ახლა ეკა ამბობს, რომ გაფანტული სკლეროზი აქვს. იქნებ გაგვარკვიოთ, რა სჭირს ეკას?
- გაფანტული სკლეროზი ერთ-ერთ დიაგნოზად მაშინაც იყო დასახელებული, ოღონდ ამას არ ვახმაურებდით, რადგან ყველა ანალიზი ვერ ჩავატარეთ. მას მერე, რაც ეკამ გამოკვლევა ჩაიტარა პარიზში, დიაგნოზი დადასტურდა.
- დღეს თუ ხართ კვლავ ეკას ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩახედული?
- მე ვარ ექიმი, რომელმაც პაციენტს დავუსვი დიაგნოზი, მივიღე მონაწილეობა ინვოისების დახარისხებაში და ამით დავამთავრე. არც მიფიქრია, რომ მერიაში უნდა წავყოლოდი. ეკა ძალიან მიყვარს, მისი სიმღერის მოტრფიალე ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ამდენი დრო მართლა არ მაქვს.
- თუ მხოლოდ ერთი გასვლა სჭირდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, როგორ გგონიათ, რატომ შეიკავა თავი ეკამ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ნამდვილად არ მაქვს იმდენი დრო ყველა პაციენტს მერიაში ან სხვა საქალაქო დაწესებულებაში გავყვე. თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, მე ვერ მოვუგვარებ. ერთადერთი რაც შემიძლია არის ის, რომ კვლავ დავრეკო სამინისტოში, მერიაში და ვიკითხო, რატომ, უქმნიან ეკას პრობლემებს. სხვა არაფრის გაკეთება მე არ შემიძლია. როგორც მახსოვს, ცხრაას ევროზეა ლაპარაკი. თუ ამ თანხაზე ეკას ვინმემ უარი უთხრა, შევარცხვინე ასეთი ადამიანი. მე მაინც მგონია, რომ უბრალოდ გაუგებრობაა, თან ნათქვამი აქვთ, ვურიცხავთო, განცხადებაა უბრალოდ დასაწერი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 97 /
ქეთი
მართალია დედა ავათ არის და განიცდი, მაგრამ გოგიტა ექიმს მადლობის მაგივრათ საკვედური ეკუთვნის? უმადურობაზე მეტი ცუდი არაპერია.გაოცებულივარ კველაპრისაგან.
20:22 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
საავადმყოფოებში მშობლებს შვილები დაჰყვებიან და ისინი ასრულებენ ექიმის მითითებებს. თვითონ რატომ არ შეიძლება ეს გააკეთოს?
18:26 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკო
მომინდა კომენტარი გამეკეთებინა ..რასაც არ ვაკეტებ ხოლმე ...რა თავხედები არიან როგორ ცალაზე არიან ტუ დახმარების ხელი გამოგიცოდეს მადლობა ,ტუარა რა ცალაზე არიან ...ვინ გონიათ ამათ თავი..ათასი ბავსჰვები იგუპება უსახსრობის გამო ...თქვე თავხედებო...ეს გოგო ხომ მაგარი დარტყმულია ...ასეტ ხალხს საერთოდ არ უნდა დაეხმარო....
17:53 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
აი სწორედ შენი ბრძანება აკლდა ექიმებს საბუტებიტ ხელში ირბინონ ,თვითონ წაბრძანდი შეიწუხე თავი დედის გამო. ღირსეული შვილი ყოლია
16:20 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ამას უყურეთ ერთი
რა უმადურია ამას უყურეთ, აბრძანდი და მომემსახურე დედაშენს, შენზე მეტად ვალდებული არავინაა ამქვეყნად მის წინაშე!!!!
15:17 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
უმადურები არიან მეტი არაფერი თავხედი. ნუკის მაგარი სამკურნალო ყოფილა
15:17 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
აიბოლიტი-ფსიქიატრი
ნუკი, ჩემი პაციენტიხარ!
15:09 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ამიტომ ჩემო კარგო,თავის დროზე წიგნი უნდა აგეღო ხელში და არა....თან აუვარდათ თავში,რადგან სხვებისგან გამოარჩიეს.ისე ხოფერიას არ ეკადრებოდა ასეთი მიკერზოება. ეკას კი გამოჯანმრთელებას ნამდვილად ვუსურვებ
14:47 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გოგა
ქალბატონო ნუკი სად ისწავლე რომ ექიმმა უნდა ირბინოს ფინანსური საკითხების მოგვარებაზე და სხვ აპაციენტებს არ მიხედოს? ტუ ეკას სიცოსხლე არის მარტო მნიშვნელოვანი, გმერთმა კარგად ამYოფოს მაგრამ საოცრად ამპარტავანი და ჩერცEტი შვილიკო ყოლიხარ ქალბატონ ეკას
11:53 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
თუ მშობელს პრობლემები აქვს პირველ რიგში ოჯახის წევრები უნდა შეწუხდნენ.თუ მათ არ აქვთ მათთვის დრო სხვისგან რახას ითხოვენ?
11:51 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS