16 ივნისი, 2014
სკანდალის გაგრძელება – ეკა კვალიაშვილს პირადი ექიმი პასუხობს: ''ამას არ ვახმაურებდით''...
ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა დღეს, ჟურნალ "რეიტინგში" მომღერალ, ეკა კვალიაშვილის შვილის, ნუკას ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც გოგონა დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვიამბობდა. ნუკა წუხდა იმის გამო, რომ ცალკეულმა კომპანიებს, რომლებიც ეკას ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ, დღემდე არ გადმოურიცხავთ ფული დედის ანგარიშზე.

ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა. გთავაზობთ ამონარიდს ნუკას ინტერვიუდან.

''მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდებათ ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა,
რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი, ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიითვის სავალალოა''.

ჩვენ პირად ექიმს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

გოგიტა გეგელაშვილი:
- მე დავუკავშირდი სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებს. ისინი მზად არიან ყველა ხარჯი აანაზღაურონ, გადარიცხონ თანხა, რომელსაც დაჰპირდნენ მომღერალს. ამისთვის ქალბატონმა ეკამ უნდა დაწეროს განცხადება. რაც შეეხება ინვოისებს, რომელიც პარიზიდან ჩამოვიდა, ეკას დავუხარისხე და ვუთხარი, ხვალ ამ საბუთებით მიხვალ მერიაში, დაწერ განცხადებას და გეტყვიან, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი-მეთქი.
- ნუკა ამბობს, რომ ეს ბიუროკრატიული საკითხები თქვენ უნდა მოგეგვარებინათ...
- მე რატომ უნდა მომეგვარებინა? მე ვარ ეკას მკურნალი ექიმი. არც სამინისტროში და არც მერიაში არ ვყოფილვარ ექვს წელიწადზე მეტია. განცხადებას მის მაგივრად ხომ ვერ დავწერ. ეს არის ფინანსური მოქმედება, რომელიც მოქალაქის პირადი განცხადების საფუძველზე კეთდება. ერთადერთი რაც მე შემეძლო ის იყო, რომ გავყოლოდი. ამას ნებისმიერი სხვაც გააკეთებდა. მე მანქანა არ მყავს, თან დრო არ მაქვს, სხვა უამრავი პაციენტი მყავს.
- კიდევ ერთი კითხვა მაქვს დიაგნოზთან დაკავშირებით. ეკა ხოფერიას გადაცემაში მომღერლის დიაგნოზად დასახელდა ნეიროვირუსი. ახლა ეკა ამბობს, რომ გაფანტული სკლეროზი აქვს. იქნებ გაგვარკვიოთ, რა სჭირს ეკას?
- გაფანტული სკლეროზი ერთ-ერთ დიაგნოზად მაშინაც იყო დასახელებული, ოღონდ ამას არ ვახმაურებდით, რადგან ყველა ანალიზი ვერ ჩავატარეთ. მას მერე, რაც ეკამ გამოკვლევა ჩაიტარა პარიზში, დიაგნოზი დადასტურდა.
- დღეს თუ ხართ კვლავ ეკას ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩახედული?
- მე ვარ ექიმი, რომელმაც პაციენტს დავუსვი დიაგნოზი, მივიღე მონაწილეობა ინვოისების დახარისხებაში და ამით დავამთავრე. არც მიფიქრია, რომ მერიაში უნდა წავყოლოდი. ეკა ძალიან მიყვარს, მისი სიმღერის მოტრფიალე ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ამდენი დრო მართლა არ მაქვს.
- თუ მხოლოდ ერთი გასვლა სჭირდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, როგორ გგონიათ, რატომ შეიკავა თავი ეკამ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ნამდვილად არ მაქვს იმდენი დრო ყველა პაციენტს მერიაში ან სხვა საქალაქო დაწესებულებაში გავყვე. თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, მე ვერ მოვუგვარებ. ერთადერთი რაც შემიძლია არის ის, რომ კვლავ დავრეკო სამინისტოში, მერიაში და ვიკითხო, რატომ, უქმნიან ეკას პრობლემებს. სხვა არაფრის გაკეთება მე არ შემიძლია. როგორც მახსოვს, ცხრაას ევროზეა ლაპარაკი. თუ ამ თანხაზე ეკას ვინმემ უარი უთხრა, შევარცხვინე ასეთი ადამიანი. მე მაინც მგონია, რომ უბრალოდ გაუგებრობაა, თან ნათქვამი აქვთ, ვურიცხავთო, განცხადებაა უბრალოდ დასაწერი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 97 /
ზვიადი
ადამიანს ფულს ჩუქნიან,მოდი და წაიღეო,ესენი კიდევ სახლში მომიტანეო,რამდენი მაგითანა იტანჯება დასიკვდილს თვალებში ჩააყურებს
09:14 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
სჯობს კვალიაშვილს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ყველამ და მისი ქალიშვილის ლანძღვას კორექტულად მივუთითოთ,რომ არც ექიმია ბუღალტერი და ეს სარბენი საქმეები მან ან მისმა ქმარმა მოაწესრიგონ,თუ ეკას არ შეუძლია ფიზიკურად.გაფანტული სკლეროზი საკმაოდ რთული დაავადებაა.ცოდოა.
01:58 / 20-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ხო გასაგებია რო ზედმეტი მოზდიტ მგრამ ხალხო როცა ადამიანს ჯამრტელობა უჯირს სუ სხვა რამეა, უდა დავეხმაროტ. მაგარი მომგერალია. ესეტები გვჯირდება.ზან ნუ გასჯიტ.
19:31 / 19-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ინა
ექიმის მესმის არ არი ვალდებული. გოგომ უნდა მიხედოს, მაგრამ რა გახდა ესეტი რო ამ ადამიანს არ ეხმარებიან. ამისტანა ვოკალისტი არ გყვავს მე ფიქრობ ყველა უნდა დავეხმაროტ. არავინ ვარტ უცვოდელეექიმის მესმის არ არი ვალდებული. გოგომ უნდა მიხედოს, მაგრამ რა გახდა ესეტი რო ამ ადამიანს არ ეხმარებიან. ამისტანა ვოკალისტი არ გყვავს მე ფიქრობ ყველა უნდა დავეხმაროტ. არავინ ვარტ უცვოდელეექიმის მესმის არ არი ვალდებული. გოგომ უნდა მიხედოს, მაგრამ რა გახდა ესეტი რო ამ ადამიანს არ ეხმარებიან. ამისტანა ვოკალისტი არ გყვავს მე ფიქრობ ყველა უნდა დავეხმაროტ. არავინ ვარტ უცვოდელეექიმის მესმის არ არი ვალდებული. გოგომ უნდა მიხედოს, მაგრამ რა გახდა ესეტი რო ამ ადამიანს არ ეხმარებიან. ამისტანა ვოკალისტი არ გყვავს მე ფიქრობ ყველა უნდა დავეხმაროტ. არავინ ვარტ უცვოდელეექიმის მესმის არ არი ვალდებული. გოგომ უნდა მიხედოს, მაგრამ რა გახდა ესეტი რო ამ ადამიანს არ ეხმარებიან. ამისტანა ვოკალისტი არ გყვავს მე ფიქრობ ყველა უნდა დავეხმაროტ. არავინ ვარტ უცვოდელეექიმის მესმის არ არი ვალდებული. გოგომ უნდა მიხედოს, მაგრამ რა გახდა ესეტი რო ამ ადამიანს არ ეხმარებიან. ამისტანა ვოკალისტი არ გყვავს მე ფიქრობ ყველა უნდა დავეხმაროტ. არავინ ვარტ უცვოდელეექიმის მესმის არ არი ვალდებული. გოგომ უნდა მიხედოს, მაგრამ რა გახდა ესეტი რო ამ ადამიანს არ ეხმარებიან. ამისტანა ვოკალისტი არ გყვავს მე ფიქრობ ყველა უნდა დავეხმაროტ. არავინ ვარტ უცვოდელეექიმის მესმის არ არი ვალდებული. გოგომ უნდა მიხედოს, მაგრამ რა გახდა ესეტი რო ამ ადამიანს არ ეხმარებიან. ამისტანა ვოკალისტი არ გყვავს მე ფიქრობ ყველა უნდა დავეხმაროტ. არავინ ვარტ უცვოდელები.
18:51 / 19-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკო
ექიმო თქვენი გამკვირვებია. რა თავის მართლების პოზაში ხართ, საქმე დაგელიათ? პაციენტის ქალიშვილი თუ ვერ გრძნობს რომ დედა მისი მისახედია, თქვენ ვიღა ხართ!
16:01 / 19-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკ
ექიმი სულაც არ არის ვალდებული ექიმმა რომ ირბინოს სხვა პაციენტები ვინც ელოდებიან რა ქნან აგარ ეკადრებათ თავიაანთი საბუთები თვითონ გაიტანონ სადაც გასატანია..ზოგს ტაქსის ფულიც არ აქვს ექიმთან წასასვლელი.
14:40 / 19-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო
და რატომ უნდა ირბინოს ექიმმა მერიაში კვალიაშვილის საქმეებზე, რახან კვალიაშვილია? თავში რომ აგივარდებათ, ახტით ,დახტით, ეგებ უკან ჩამოგივარდეთ.
09:40 / 19-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანია
მაგ ავადმყოფობას ვერსად კურნავენ, ვერც პარიზში და ვერც აქ და ვერც ამერიკაში! მასე რომ არ იყოს ამერიკლეი მსაიხობი მაიკლ ჯ ფოქს უკვე განკურნებული იქნებოდა! მოუნდატ ქალბატონებს ახლა პარიზში გასეირნება!
23:51 / 18-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მანია
რა ნაგლები არიან ჩვენში დარჩეს ამატ სულ არ უნდა დაეხმარო! ამაზეა თითი ჩავუდე და ხელი მომაჭამაო!
23:47 / 18-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
დედაჩემი ავადმყოფია თუ ბუღალტერიო? დედაშენი ავადმყოფია ეკას ნუკა მაგრამ, არც ექიმია ბუღალტერი.უყურე ერთი რამხელა პრეტენზიები აქვს ამ მოლეულს
21:10 / 18-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS