16 ივნისი, 2014
სკანდალის გაგრძელება – ეკა კვალიაშვილს პირადი ექიმი პასუხობს: ''ამას არ ვახმაურებდით''...
ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა დღეს, ჟურნალ "რეიტინგში" მომღერალ, ეკა კვალიაშვილის შვილის, ნუკას ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც გოგონა დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვიამბობდა. ნუკა წუხდა იმის გამო, რომ ცალკეულმა კომპანიებს, რომლებიც ეკას ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდნენ, დღემდე არ გადმოურიცხავთ ფული დედის ანგარიშზე.

ცნობილი მომღერლის შვილი კომპანიებთან ერთად ეკას პირად ექიმს, გოგიტა გეგელაშვილსაც ადანაშაულებდა. გთავაზობთ ამონარიდს ნუკას ინტერვიუდან.

''მერიის კულტურის სამსახურს გამოყოფილი აქვს ათი ათასი ლარი, მაგრამ სჭირდებათ ''ფორმა ასი'' და ხარჯთაღრიცხვა,
რომ გადარიცხოს. მანამდე კი ეკამ თურმე ''პოსლეზე'' უნდა გაიკეთოს ყველაფერი, როგორც პარიზის კლინიკის შემთხვევაში მოხდა. ეს ბიუროკრატიული საქმები უნდა მოეგვარებინა ექიმ გოგიტა გეგელაშვილს, მაგრამ მან ერთ მშვენიერ დღეს დიდი საქაღალდე თავისი საბუთებით მოუტანა ეკას და უთხრა, რომ მას უნდა ერბინა ამ ყველაფერზე. ვერ გავიგე, ვინაა დედაჩემი, ავადმყოფი თუ ბუღალტერი?! სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მის ამ საქციელს თუ არა უპასუხისმგებლობას, რაც ექიმის პროფესიითვის სავალალოა''.

ჩვენ პირად ექიმს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

გოგიტა გეგელაშვილი:
- მე დავუკავშირდი სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებს. ისინი მზად არიან ყველა ხარჯი აანაზღაურონ, გადარიცხონ თანხა, რომელსაც დაჰპირდნენ მომღერალს. ამისთვის ქალბატონმა ეკამ უნდა დაწეროს განცხადება. რაც შეეხება ინვოისებს, რომელიც პარიზიდან ჩამოვიდა, ეკას დავუხარისხე და ვუთხარი, ხვალ ამ საბუთებით მიხვალ მერიაში, დაწერ განცხადებას და გეტყვიან, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი-მეთქი.
- ნუკა ამბობს, რომ ეს ბიუროკრატიული საკითხები თქვენ უნდა მოგეგვარებინათ...
- მე რატომ უნდა მომეგვარებინა? მე ვარ ეკას მკურნალი ექიმი. არც სამინისტროში და არც მერიაში არ ვყოფილვარ ექვს წელიწადზე მეტია. განცხადებას მის მაგივრად ხომ ვერ დავწერ. ეს არის ფინანსური მოქმედება, რომელიც მოქალაქის პირადი განცხადების საფუძველზე კეთდება. ერთადერთი რაც მე შემეძლო ის იყო, რომ გავყოლოდი. ამას ნებისმიერი სხვაც გააკეთებდა. მე მანქანა არ მყავს, თან დრო არ მაქვს, სხვა უამრავი პაციენტი მყავს.
- კიდევ ერთი კითხვა მაქვს დიაგნოზთან დაკავშირებით. ეკა ხოფერიას გადაცემაში მომღერლის დიაგნოზად დასახელდა ნეიროვირუსი. ახლა ეკა ამბობს, რომ გაფანტული სკლეროზი აქვს. იქნებ გაგვარკვიოთ, რა სჭირს ეკას?
- გაფანტული სკლეროზი ერთ-ერთ დიაგნოზად მაშინაც იყო დასახელებული, ოღონდ ამას არ ვახმაურებდით, რადგან ყველა ანალიზი ვერ ჩავატარეთ. მას მერე, რაც ეკამ გამოკვლევა ჩაიტარა პარიზში, დიაგნოზი დადასტურდა.
- დღეს თუ ხართ კვლავ ეკას ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩახედული?
- მე ვარ ექიმი, რომელმაც პაციენტს დავუსვი დიაგნოზი, მივიღე მონაწილეობა ინვოისების დახარისხებაში და ამით დავამთავრე. არც მიფიქრია, რომ მერიაში უნდა წავყოლოდი. ეკა ძალიან მიყვარს, მისი სიმღერის მოტრფიალე ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ამდენი დრო მართლა არ მაქვს.
- თუ მხოლოდ ერთი გასვლა სჭირდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, როგორ გგონიათ, რატომ შეიკავა თავი ეკამ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ნამდვილად არ მაქვს იმდენი დრო ყველა პაციენტს მერიაში ან სხვა საქალაქო დაწესებულებაში გავყვე. თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, მე ვერ მოვუგვარებ. ერთადერთი რაც შემიძლია არის ის, რომ კვლავ დავრეკო სამინისტოში, მერიაში და ვიკითხო, რატომ, უქმნიან ეკას პრობლემებს. სხვა არაფრის გაკეთება მე არ შემიძლია. როგორც მახსოვს, ცხრაას ევროზეა ლაპარაკი. თუ ამ თანხაზე ეკას ვინმემ უარი უთხრა, შევარცხვინე ასეთი ადამიანი. მე მაინც მგონია, რომ უბრალოდ გაუგებრობაა, თან ნათქვამი აქვთ, ვურიცხავთო, განცხადებაა უბრალოდ დასაწერი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 97 /
marishka
Gmertma kargad umyops nukas deda da ara marto nukas.
22:00 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
guest
gapantul sklerozs pulis shegroveba ar shvelis......aseo rom ikos ozi osborni tavis shvils moarchenda,uamravi puli akvs......
09:07 / 28-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო თქვენი კეთილისმსურველი
ნუკი, გენაცვალე, ეკა ღმერთმა ჯანრთელად და ბედნიერად ამყოფოს. მართლაც, ძალიან კარგი მომღერალია და ვწუხვარ მისი ჯანმრთელობის გამო, მაგრამ ეტყობა არ იცი, ეს ყველაფერი, რაც საბუთებს ეხება შენი მოსაგვარებელია, რადგან ეკას ეს ნამდვილად გაუჭირდება და ამიტომ შენ ან სხვა ახლობელმა უნდა იზრუნოთ მის მოგვარებაზე და არ ექიმმა. ჩვენც ასე ვიწვალეთ, როცა დაგვჭირდა ფორმა 100. შენთვის ექიმს სახლში მოუტანია, ჩვენ კი რეგებში ვიდექით მის ასაღებად და შემდეგ დავრბოდით მერიასა და სამინისტროში, რომ იქნებ რაღაც თანხით დაგვხმარებოდნენ. უფალს მადლობა, რომ თქვემ თანხის პრობლემა არ გაქვთ და სასირბილოც ბევრი არაფერია. ეკას კი გამოჯანმრთელებასა და წარმატებებს ვუსურვებ.
08:04 / 26-06-2014
გამოხმაურება / 0 /
dddd
იმედია ამ კომენტარებს ალბატონი ნუკა კითხულობს და იმედია მიხვდება რომ ტყუის. ასე რომ არ იყოს, ყველა მას არ დაადანაშაულებდა. თუმცა, არც ის გამიკვირდება რომ დაასკვნას, მთელი საქართველო გადაირია და მარტო მე ვარ Eკვიანიო.
16:45 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
bla
კაი თავხედი ჩანს ეს ნუკაა თუ ვიღაც. როდის აქეთ დარბიან ექიმები პაციენტების საბუთების მოსაგვარებლად?? მთელი საქართველო თან გადაყვათ და კიდე მადლობლდები არ არიან! პოპულარობით ბოროტად არ უნდა ისარგებლო
16:39 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
.......
გმერტო გამოაჯამრტელე მარა პოსლეზე არა ისა კიდევ
10:38 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
sano
ყველას ვისაც არ ეზარება ექიმების გინებაზეა გადსული
19:24 / 22-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინელი
ანას. ესეტები გვჭირდება- საყვარელო თითოეული ავადმყოფის გამოჯამრტელება გვჭირდება. შეიძლება ისე ვერ იმრერონ შენთვის, მაგრამ ....
17:11 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
lali
gapantuli sklerozi arsad ar ikurneba arts ert kvekanashi....samtsuxarod inektsiebis miuxedavad demielinizatsia grzeldeba da avadmkopis mdgomareoba uaresdeba.dzalian vtsuxvar ekas da bevri sxva adamianebis gamo,romeltats shexeba akvt am mdzime sneulebastan.
16:03 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გუგუ
ამ ყველაფერს მოკლედ უმადურობა ჰქვია.თუმცა ქართველი ხალხი მიეჩვია ექიმების აუგად მოხსენიებას.ამაზე მეტი სიტავხედე შეიძლება? ექიმმა უნდა იაროს პაციენტის საბუტებზე?მით უმეტეს ექიმი რომელიც თავიდან ბოლომდე გაიხარჯა!?
14:23 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS