ამავე გადაცემაში მაშინ, როდესაც ნუკიმ მერსის ვანო მერაბიშვილის ფოტო აჩვენა და მის გემოვნებაზე კითხვა დაუსვა, სკანდალურმა ბლოგერმა ძველი
მერსის დავუკავშირდით და ექსპრეზიდენტის შესახებ რამოდენიმე შეკითხვა დავუსვით.
- მერსი, ნუკი კოშკელიშვილის გადაცემაში გიყურეთ, ბიუსტჰალტერი გაჩუქეს ბოქლომით. გაიკეთე თუ საპატიო ადგილას ინახავ?
- (იცინის) საპატიო ადგილას შევინახე, რა თქმა უნდა, თავისი ბოქლომით.
- გამოდის, არ ეღირსა შენ მკერდს საფარი…
- ჰო, არა და არა. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ისე კი, ჩემ მკერდს ყოველთვის ამშვენებს ბიუსტჰალტერი, როცა საჭიროა და ამას სამოსი მოითხოვს.
- გისმინე, ექსპრეზიდენტი ყველაზე გემოვნებიან პოლიტიკოსად რომ დაასახელე. იხუმრე თუ…?
- არ მიხუმრია, სრული სერიოზულობით ვთქვი. მიშა სააკაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკოსია მსოფლიოში, რომელმაც ზუსტად იცის როდის, სად და როგორ ჩაიცვას.
- ამავე გადაცემაში მიშა სააკაშვილის დაბრუნებას მოითხოვდი, მთელი სერიოზულობით, თუ არ ვცდები…
- მოდი ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ზოგადად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მთავრობას ირჩევს ხალხი, თუ დღეს მთავრობას აღარ მართავს, ეს ხალხის გადაწყვეტილებაა. პოლიტიკოსობა რომ მდომებოდა, საერთაშორისოზე გავაგრძელებდი სწავლას.
- მაგრამ ნუკის გადაცემაში ხომ ითხოვდი მიშა სააკაშვილის დაბრუნებას?
- არაფერს არ ვითხოვ, უბრალოდ აზრი გამოვხატე, ის რომ, შეცდომების მიუხედავად ბევრი რამ კეთდებოდა. პოლიტიკაში არ ვერევი, ახლაც ცვლილებები ხორციელდება უკეთესობისკენ. ეს კარგია. გადაცემა შოუა, ასე რომ…
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















