ინტერვიუში რომელიც გოლდმანმა ''რეიტინგს'' მისცა, რეპერი თავის ძველ შეყვარებულზეც საუბრობდა, ამბობდა, რომ იმ გოგონას მხოლოდ მისი ფული და საჩუქრები აინტერესებდა და ამიტომაც დაშოდნენ ერთმანეთს. ჰყვებოდა, რომ სოფია სულ
ამ ინტერვიუდან მალე მორიგ კონცერტზე, მას მერე რაც სოფიაც და მიხეილიც პროექტის მიღმა დარჩნენ, სოფია ახალ ბიჭთან ერთად მოვიდა ფილარმონიაში. კონცერტის მსვლელობის დროს მომღერალი ჩემს წინ იჯდა. ჩემი დაკვირვებით, წყვილს შორის სიყვარული თუ არა, რაღაც ფლირტის მაგვარი აშკარად იგრძნობოდა.
როგორც კი საშუალება მომეცა მიხეილს მისი და სოფიას სიყვარულის დასასრულის მიზეზი ვკითხე. როგორც აღმოვაჩინე, წყვილი სკანდალურად დაშორდა, რადგან სოფია ძველ სიყვარულს დაუბრუნდა და დღეს, მიხეილ გოლდმანთან მეგობრობაც აღარ აკავშირებს.
- მიხეილ, როდის დაშორდით შენ და სოფია ერთმანეთს?
- ''X ფაქტორის'' დამთავრებიდან ერთ თვეში.
- ''X ფაქტორი'' არ დამთავრებულა.
- ჩვენთვის რომ დამთავრდა იმ პერიოდს ვგულისხმობ.
- რატომ აღმოჩნდა თქვენი სიყვარული ასეთი ხანმოკლე?
- ვერ შევეწყვეთ ხასიათებით. სხვანაირია სოფია.
- როგორი სხვანაირი? მახსოვს სოფიაზე აღფრთოვანებული რომ საუბრობდი ინტერვიუში, თან ძველ შეყვარებულს აკრიტიკებდი, ახლა სოფიას ხასიათებიც არ მოგწონს. პრობლემა შენში ხომ არ არის, ამაზე არ გიფიქრია?
- არა, მართლა სხვანაირია სოფია. ჩემნაირი არ არის. გიჟი უნდა იყოს გოგო, რომ მომეწონოს, უკოპლექსო, თავისუფალი, მოკლედ ჩემნაირი. საქართველოში ბევრ გოგოს ვერ იპოვნი ასეთს.
- რა კომპლექსები ჰქონდა სოფიას?
- ასე კონკრეტულად გამიჭირდება თქმა. არის ადგილები სადაც სოფო ჩემთან ერთად არ წამოვა.
- მაგალითად?
- ქართულ ტრადიციულ რესტორანში. მე მიყვარს ასეთი ადგილები, სოფიას ყველაფერი გლამურული სჭირდება.
- არ მგონია ქართული რესტორნების გამო დაშორებოდით ერთმანეთს. მესამე ხომ არ გაჩნდა თქვენს ურთიერთობაში, თან ამასწინათ სოფია სხვა ბიჭთან ერთად ვნახე.
- არა, ის ბიჭი ვისთან ერთადაც იყო სოფია, მისი ძველი შეყვარებულია, მანამდე იცნობდა, ვიდრე მე გამიცნობდა.
- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და სოფიას?
- არანაირი. არ ვმეგობრობთ, არც ''ფეისბუქზე''. მე თუ გოგოს ვშორდები, მასთან არანაირი ურთიერთობა აღარ მინდა მქონდეს.
- სხვა ვერ იპოვნე, გიჟი, როგორც შენ ამბობ?
- არიან ასეთები, უბრალოდ ძალიან დავიღალე მუდმივად ვიღაცაზე ზრუნვით, შესვენება მჭირდება, საკუთარ თავს და და კარიერას უნდა მივხედო.
- აკეთებ რამეს ამ მხრივ?
- სოლო ალბომს ვწერ და ორ კლიპს ვიღებ. ერთს თამთა გოდუაძის გუნდის წევრთან, ლევან გვაზავასთან ერთად.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















