16 ივნისი, 2014
''X ფაქტორში'' დაწყვილებული კონკურსანტები სკანდალურად დაშორდნენ - ''სოფიას ყველაფერი გლამურული სჭირდება ''
ამ ინტერვიუდან მალე მორიგ კონცერტზე, მას მერე რაც სოფიაც და მიხეილიც პროექტის მიღმა დარჩნენ, სოფია ახალ ბიჭთან ერთად მოვიდა ფილარმონიაში ''X ფაქტორის'' ერთ-ერთ მონაწილეზე მიხეილ გოლდმანზე ცოტა ხნის წინ ჟურნალ ''რეიტინგში'' ვწერდით, რომ მან ამ პროექტში სიყვარული იპოვნა და ბედნიერია ამავე პროექტის ერთ-ერთი ჯგუფის წევრთან, სოფია აღაპიშვილთან.

ინტერვიუში რომელიც გოლდმანმა ''რეიტინგს'' მისცა, რეპერი თავის ძველ შეყვარებულზეც საუბრობდა, ამბობდა, რომ იმ გოგონას მხოლოდ მისი ფული და საჩუქრები აინტერესებდა და ამიტომაც დაშოდნენ ერთმანეთს. ჰყვებოდა, რომ სოფია სულ
სხვანაირია, სწორედ ისეთი, როგორსაც ეძებდა.

ამ ინტერვიუდან მალე მორიგ კონცერტზე, მას მერე რაც სოფიაც და მიხეილიც პროექტის მიღმა დარჩნენ, სოფია ახალ ბიჭთან ერთად მოვიდა ფილარმონიაში. კონცერტის მსვლელობის დროს მომღერალი ჩემს წინ იჯდა. ჩემი დაკვირვებით, წყვილს შორის სიყვარული თუ არა, რაღაც ფლირტის მაგვარი აშკარად იგრძნობოდა.

როგორც კი საშუალება მომეცა მიხეილს მისი და სოფიას სიყვარულის დასასრულის მიზეზი ვკითხე. როგორც აღმოვაჩინე, წყვილი სკანდალურად დაშორდა, რადგან სოფია ძველ სიყვარულს დაუბრუნდა და დღეს, მიხეილ გოლდმანთან მეგობრობაც აღარ აკავშირებს.

- მიხეილ, როდის დაშორდით შენ და სოფია ერთმანეთს?
- ''X ფაქტორის'' დამთავრებიდან ერთ თვეში.
- ''X ფაქტორი'' არ დამთავრებულა.
- ჩვენთვის რომ დამთავრდა იმ პერიოდს ვგულისხმობ.
- რატომ აღმოჩნდა თქვენი სიყვარული ასეთი ხანმოკლე?
- ვერ შევეწყვეთ ხასიათებით. სხვანაირია სოფია.
- როგორი სვანაირი? მახსოვს სოფიაზე აღფრთოვანებული რომ საუბრობდი ინტერვიუში, თან ძველ შეყვარებულს აკრიტიკებდი, ალა სოფიას ასიათებიც არ მოგწონს. პრობლემა შენში ომ არ არის, ამაზე არ გიფიქრია?
- არა, მართლა სხვანაირია სოფია. ჩემნაირი არ არის. გიჟი უნდა იყოს გოგო, რომ მომეწონოს, უკოპლექსო, თავისუფალი, მოკლედ ჩემნაირი. საქართველოში ბევრ გოგოს ვერ იპოვნი ასეთს.
- რა კომპლექსები ჰქონდა სოფიას?
- ასე კონკრეტულად გამიჭირდება თქმა. არის ადგილები სადაც სოფო ჩემთან ერთად არ წამოვა.
- მაგალითად?
- ქართულ ტრადიციულ რესტორანში. მე მიყვარს ასეთი ადგილები, სოფიას ყველაფერი გლამურული სჭირდება.
- არ მგონია ქართული რესტორნების გამო დაშორებოდით ერთმანეთს. მესამე ომ არ გაჩნდა თქვენს ურთიერთობაში, თან ამასწინათ სოფია სხვა ბიჭთან ერთად ვნახე.
- არა, ის ბიჭი ვისთან ერთადაც იყო სოფია, მისი ძველი შეყვარებულია, მანამდე იცნობდა, ვიდრე მე გამიცნობდა.
- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და სოფიას?
- არანაირი. არ ვმეგობრობთ, არც ''ფეისბუქზე''. მე თუ გოგოს ვშორდები, მასთან არანაირი ურთიერთობა აღარ მინდა მქონდეს.
- სხვა ვერ იპოვნე, გიჟი, როგორც შენ ამბობ?
- არიან ასეთები, უბრალოდ ძალიან დავიღალე მუდმივად ვიღაცაზე ზრუნვით, შესვენება მჭირდება, საკუთარ თავს და და კარიერას უნდა მივხედო.
- აკეთებ რამეს ამ მხრივ?
- სოლო ალბომს ვწერ და ორ კლიპს ვიღებ. ერთს თამთა გოდუაძის გუნდის წევრთან, ლევან გვაზავასთან ერთად.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნიკა
ეგეთ გოგოებზე არც უნდა იდარდო ძმაო მაგარი სულელი ყოფილხარ ის ერთი თვე გამოგიყენა მაგ სოფიამ და მერე ვიღაც შენზე ფულიანი მოძებნა ეტყობა და ახლა იმასთანაა.
01:11 / 18-06-2014
გამოხმაურება / 0 /
*******
დღევანდელი გოგონების უმრავლესობას,რომ ქართული გადაჭიპჭიპებული სუფრები აღარ მოსწონს,თავისი უაზრო აყალმაყალით და თავზე ღვინის დასხმით, ეს ძალიან მომწონს და ახლა თქვენ გინდა გლამური უძახეთ და რაც გინდათ ის.
15:51 / 17-06-2014
გამოხმაურება / 0 /
უნო
რატო არ რცხვენია მიშას ამდენი ტყუილის? თავისი ყოფილი შეყვარებულის ხარჯზე პიარი კაცობა გონია? ვიზე ზრუნავს ან ვიზე ზრუნავდა ეგ მატყუარა? არ ვიცოდე მაინც ეგ ვინაა ან მაგის ყოფილი შეყვარებული. ამდენი ბრალდებები და ტყუილის ლაპარაკი ნამეტანია უკვე, ასე აპირებს ტავის დამკვიდრებას?
23:24 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მიხეილ,
სოფიას ყველაფერი გლამურული უყვარსო კი არა,უნდა დაგეწერა ერთი ტუტუცი,ვითომ "სვეწკი" გოგოა-თქო,ასე უფრო სწორი იქნებოდა:)
21:50 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS