14 ივნისი, 2014
წარმატებით დაძლეული შესარჩევი ტურები, ანუ ყვარლელთა „კახური „ეტალონი“
სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ 14 ივნისის გადაცემა ყვარლის რაიონის სხვადასხვა სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს მიეძღვნათ.

ყვარლიდან სტუდიაში მონაწილეებთან ერთად ანსამბლი „ხეურო“ ჩამოვიდა, ირაკლი მათიკაშვილის ხელმძღვანელობით და პატარა მომღერლებმა ქართული ხალხური სიმღერა შეასრულეს.

„ეტალონის“ მონაწილეების საგულშემატკივროდ სტუდიაში მათი მეგობრები, მშობლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები შეიკრიბნენ.
როგორ წარიმართა პირველი და მეორე ტური და ვინ გახდა გამარჯვებული, რომელმაც ფინალში ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება მოახერხა, ამას შაბათს 14 ივნისს შეიტყობთ.

„ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში 17 სთ-ზე დაიწყება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS