ეს პრობლემა ტელეშოუებს განსაკუთრებულად აწუხებთ. ამიტომ წინასწარ უწევთ რამოდენიმე გადაცემის ჩაწერა. ჰოდა მაია ასათიანმაც მორიგი გადაცემისთვის სტუმრად ''X ფაქტორის'' ყოფილი და მოქმედი მონაწილეები და მენტორები მიიწვია.
შვილთან ერთად იყო მოსული მიშა შაყულაშვილი, შვილებით იყო ნათია თადიაშვილი, მეგობართან, ბესო როსტიაშვილთან
სწორედ ამას აპროტესტებდა ხუმრობით კულსებში სხვისი ცოლებისა და თუ შვილების შემხედვარე მომღერალი, - ყველა ოჯახით არის მოსული და მე და შენ რატომ მოგვიწვიეს ერთადო, ეუბნებოდა შვილის ნათლიასა და მეგობარს, ნინო მუმლაძეს.
რადგან საშუალება მომეცა ნინოს სერიალის ''ჩემი ცოლის დაქალების'' ამბები გამოვკითხე.
- ნინო, რა ხდება, რატომ აღარ ჩანხარ სერიალში?
- არ ვიცი, ეს კითხვა უმჯობესია სცენარისტებს დაუსვათ. ჩემი მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა.
- ბოლოს გვახსოვს, საქორწინო მოგზაურობაში გაგიშვეს.
- ჰო, აი, ასე გამიშვეს თურქეთში და როგორც ჩანს, იქ დამტოვეს (იცინის)
- ისე, ნამდვილ საქორწინო მოგზაურობაზე თუ გიფიქრია, რომელ ქვეყანაზე გიოცნებია?
- საერთოდ იტალიაში გამგზავრებაზე ვოცნებობ, მაგრამ არამგონია შეყვარებული და მითუმეტეს ახალდაქორწინებული წყვილისთვის შესაფერისი ადგილი იყოს, რადგან თუ ჩავალ ძალიან დიდ დროს დავხარჯავ მუზეუმების რიგებსა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე. ამიტომ თუ საქორწინო მოგზაურობაზეა საუბარი, ალბათ რომელიმე სანაპიროს ვარჩევდი... ტაილანდში წავიდოდი ან ბრაზილიაში....
- ის ობიექტიც ხომ არ ჩანს ჰორიზონტზე, ვინც ტაილანდში ან ბრაზილიაში წაგიყვანს?
- არა, არ ჩანს.
- თეატრში რა ხდება?
- თეატრში ვმუშაობ. სულ ცოტა ხნის წინ პრემიერა მქონდა ძალიან საინტერესო სპექტაკლის ,,სამეფო ძროხა", რომლის რეჟისორიც გურამ ბრეგაძე გახლავთ. ეს სპექტაკლი რუსულად და ქართულად დაიდგა ჩვენს თეატრში და ისე მოხდა, რომ მე ორივე ენაზე, ანუ ორივე დასის სპექტაკლში ვთამაშობ. ძალიან წარმატებული სპექტაკლი გამოვიდა.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალუარდ საიტისთვის




















