-
- კი, მართალია. ჩემთან ერთად სწავლობდა ნინა სუბლატიც.
- ეს ამბავი არც ერთ ინტერვიუში არ გითქვამს, ''რეიტინგთან'' ინტერვიუში ამბობდი, რომ სიმღერის კუთხით გამოცდილება არ გაქვს.
- გააჩნია, რას გულისხმობთ გამოცდილებაში. მე ვთქვი, რომ ''X ფაქტორის'' მსგავს პროექტებში არ მიმიღია მონაწილეობა. ბერას სტუდია, ''ლეიბლი'' არის სასწავლო ცენტრი და არა დიდი სცენა.
- როგორ გახსენდება ეს პერიოდი, რა გამოცდილება მიიღე და რამდენად გადგება დღეს კონკურსზე?
- არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. ამერიკელი პედაგოგები მყავდა, ქორეოგრაფი, ვოკალის პედაგოგი. ბევრი რამ ვისწავლე ამ ცენტრში.
- პირადად თუ იცნობ ბერას?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ. მაშინ, ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს.
- დღეს თუ გგულშემატკივრობს, რა ინფორმაცია გაქვს?
- ნამდვილად არ ვიცი. რაც სწავლა დავამთავრე, მას მერე კონტაქტი აღარ გვაქვს. იმედია მგულშემატკივრობს.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















