12 ივნისი, 2014
რა აკავშირებს სოფო სააკაშვილს ბერა ივანიშვილთან - ''ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს''...
გააჩნია, რას გულისხმობთ გამოცდილებაში მაყურებელმა სოფო სააკაშვილი პროექტ ''X ფაქტორიდან'' გაიცნო. გოგონა საოცარი ვოკალური მონაცემებითა და სასიამოვნო გარეგნობით მალე პოპულარული გახდა. თუმცა, ეთერში შემოსული ზარების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ცნობილი დედის, მომღერალ, მაია ყარყარაშვილის ქალიშვილს სხვა ბევრმა კონკურსანტმა აჯობა. სოფო პროექტის დატოვებიდან ორჯერ მისმა მენტორმა, სტეფანემ იხსნა. გოგონა არც ჟურნალისტებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა. მან არაერთი ინტერვიუ მისცა პრესას, თუმცა არ უთქვამს, რომ ერთი წლის განმავლობაში ბერას მუსიკალურ სტუდიაში ემზადებოდა. ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მოვიპოვეთ და სოფოს რამოდენიმე კითხვა დავუსვით.

-
სოფო, ჩვენი ინფორმაციით, რომ შენ ერთი წლის განმავლობაში ბერას სტუდიაში სწავლობდი...
- კი, მართალია. ჩემთან ერთად სწავლობდა ნინა სუბლატიც.
- ეს ამბავი არც ერთ ინტერვიუში არ გითქვამს, ''რეიტინგთან'' ინტერვიუში ამბობდი, რომ სიმღერის კუთხით გამოცდილება არ გაქვს.
- გააჩნია, რას გულისხმობთ გამოცდილებაში. მე ვთქვი, რომ ''X ფაქტორის'' მსგავს პროექტებში არ მიმიღია მონაწილეობა. ბერას სტუდია, ''ლეიბლი'' არის სასწავლო ცენტრი და არა დიდი სცენა.
- როგორ გახსენდება ეს პერიოდი, რა გამოცდილება მიიღე და რამდენად გადგება დღეს კონკურსზე?
- არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. ამერიკელი პედაგოგები მყავდა, ქორეოგრაფი, ვოკალის პედაგოგი. ბევრი რამ ვისწავლე ამ ცენტრში.
- პირადად თუ იცნობ ბერას?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ. მაშინ, ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს.
- დღეს თუ გგულშემატკივრობს, რა ინფორმაცია გაქვს?
- ნამდვილად არ ვიცი. რაც სწავლა დავამთავრე, მას მერე კონტაქტი აღარ გვაქვს. იმედია მგულშემატკივრობს.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მაშო
თქვე ავადმყოფებო მოუსმინეთ ამის ნამღერებს აბა?! რას ჰქვია ვიღაცის შვილია ყარყარაშვილს იმის ფუფუნება აქვს რომ შვილს საქმეები უწოს?მაგრამ უაზრო დეგენერატკა ხალხი ხართ..ვაი როგორ მომშალეთ ნერვებზე..საოცარი ხმის მქონე გოგოა..დაგიდუნდეთ მაჯები!
12:17 / 18-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ტა-ტა
რასა გავს ეს გოგო მაგრამ ტბილისური კუდაბზიკობა და ნაცნობობა, ვიგაცის სჰვილობა არა არ იქნება ამ ქვეყნის სასჰველი
14:13 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
რა ხდება ისევ ნაცნობობა ისევ ის რომ ვიხაცის გოგოაა,ვაი რა კვეყანააა ვერ გავიგე ხო სხვა კონკურსანტი სჯობდა თამუნა მაგალიტად ეხლა უკვე ახარ მჯერა ახარაფრისსს
14:41 / 13-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
აიტაცებენ ელხა ამ ამბავს!! :)) რა ხართ ეს ჟურნალისტები რა
13:34 / 13-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
უნდა ეთქვა არა ვხვდებოდით, არამედ-ვნახულობდით! ქართულად ეს სხვადასხვაა!!!! და ვისი ინტერპრეტაცია ეს-ამ გოგოსი, რაც სირცხვილია, უბრალოდ, თუ ჟურნალისტის, რომელიც სენსაციას გამოედევნა????????
11:17 / 13-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS