-
- ველოდი, რომ ფინალში ვერ გადავიდოდი. მომღერალი არ ვარ და პროექტში მონაწილეები ვოკალით ფასდებიან. ფინალში რომ არ ვარ, გული საერთოდ არ მწყდება. პროექტი იმითაა კარგი, რომ არ ვარდები. ფინალში ან მოხვდები ან - არა. პირადად მე პრიზისთვის არ ვიყავი ''ერთი ერთში.'' მონაწილეობისთვის ვიყავი და ჩემთვის კარგი შედეგები მივიღე. რამდენიმე ისეთი ნომერი გავაკეთე, რომლითაც ვამაყობ. ჯო კოკერი, ბობი მაკფერინი, ლუი ამსტრონგი, მეფე, დანარჩენი არ გამოვიდა.
- როგორც მივხვდი, არ ნანობთ პროექტში მონაწილეობას...
- არა, რას ლაპარაკობთ, ''ერთი ერთში'' მაგარი გამოცდილება მივიღე.
- ვფიქობ, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის შესრულებისას ძალიან ნერვიულობდით.
- ამ ტურში სცენაზე გასვლის წინ ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობდი. ერთი სული მქონდა, სცენაზე როდის გავიდოდი. ბატონი გელა ჩარკვიანის, ქეთათოსა და ნანას შეფასება ისეთი იყო, რომ დამინახეს, ცოტა დავიძაბე. მანამდე მხნედ ვიყავი. ირაკლი ჩარკვიანი ძალიან მიყვარს და ძალიან ჩემია. ზუსტად ვიცოდი, რა ნიუანსი როგორ უნდა მემღერა. საზოგადოების შეფასებით თუ ვიმსჯელებთ, კარგი ნომერი გამოვიდა. თავიდან ოჯახის შეფასება იყო ისეთი, რომ ვიფიქრე, არ უნდა შემხვედროდა და არ უნდა მემღერა-მეთქი, მაგრამ მერე ჩემს თავს ვაჯობე და შევედი როლში. ბოლოს ბატონმა გელამ ისე კარგად შემაფასა, რომ ამაყი ვარ.
- ადრიანო ჩელენტანოს სიმღერის შესრულებისას ტექსტი რომ არ დაგვიწყებოდათ და მაღალი შეფასებები მიგეღოთ ჟიურისგან, შეიძლება, ოთხეულში ყოფილიყავით.
- სიმღერის ტექსტი კონცერტამდე კარგად ვისწავლე, მაგრამ ხანდახან შეიძლება, მსახიობს მსგავსი რამ დაემართოს. სპექტაკლზეც დამვიწყებია ტექსტი. უცებ გაითიშები და ტექსტი აღარ გახსოვს. გონზე ვერ მოდიხარ, სად ხარ. თუმცა ვფიქრობ, რომ ლუი ამსტრონგზე რომ მიმეღო მაღალი ქულები, რომელიც, ვფიქრობ, მართლა კარგად შევასრულე, ოთხეულში ვიქნებოდი და ადრიანო ჩელენტანო ვერ შემიშლიდა ხელს.
- ჟიურის წევრების შეფასებებით უკმაყოფილო ხარ?
- ჟიურისგან დაჩაგრული ვარ. ვხუმრობ. მხოლოდ ლუიზე არ ვიყავი კმაყოფილი. საკუთარი თავის შეფასება არ მეშლება და შემიძლია გითხრათ, რომ დაუმსახურებლად ერთადერთი ამ ნომერში დამიწერეს ქულები. აშკარად მეტის ღირსი ვიყავი.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















