12 ივნისი, 2014
რომელ ასაკში როგორი მობილური ტელეფონი უნდა ჰქონდეს ბავშვს?
ზოგიერთ ოჯახში 5 წლის ბავშვსაც ტელეფონი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ თავი შეიქციოს და ხანდახან ბებია-ბაბუას დაურეკოს უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს მობილური ტელეფონი - ამ კითხვაზე დადებით პასუხსაც ბევრს მოისმენთ და უარყოფითსაც. სამაგიეროდ, თუ სკოლის მოსწავლეებს გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ მშობლების უმრავლესობა აშკარად დადებითი პასუხისკენ იხრება.
რომელი ასაკიდან შეიძლება, რომ ბავშვმა ტელეფონი ატაროს. ამ საკითხს ყველა მშობელი ინდივიდუალურად წყვეტს.

ზოგიერთ ოჯახში 5 წლის ბავშვსაც ტელეფონი აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ თავი შეიქციოს და ხანდახან ბებია-ბაბუას დაურეკოს. რეალურად,
ამ ასაკში ბავშვს ტელეფონი არ სჭირდება, რადგან ის მუდმივად უფროსების მეთვალყურეობის ქვეშაა. და თანაც, თუ მობილური ტელეფონის მავნებლობას გავითვალისწინებთ, არც არის სასურველი ბავშვის მასთან ასეთი სიახლოვე.

სამაგიეროდ, როცა საქმე სკოლის მოსწავლეს ეხება, მისი ყიდვა უფრო გამართლებულია. თუ ამის საჭიროება დადგა და ბავშვისთვის ტელეფონის შეძენა გადაწყვიტეთ, სჯობს სწორად შეარჩიოთ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ბავშვისთვის მობილურს ყიდულობთ?

როგორი უნდა იყოს პირველკლასელის მობილური ტელეფონი
სასურველია, მონოლითური კორპუსის მტვერგამძლე, ნესტგამძლე და დარტყმაგამძლე აპარატი. შეიძლება ცოტა ძვირი ღირდეს, სამაგიეროდ, ბავშვს რამდენიმე წლის განმავლობაში მოემსახურება. უფრო ძვირფასი ტელეფონის შეძენა ამ ასაკისთვის მართლაც არ ღირს, რომ არც მისი შემთხვევით გაფუჭება და დაზიანება დაგენანოთ და არც უფროს მოსწავლეებს გაუჩნდეთ ცდუნება და არ წაართვან ან მოპარონ ის. სამაგიეროდ, ნურც ხარისხის ხარჯზე გააკეთებთ ეკონომიას, რადგან ეს ბავშვის ჯანმრთელობასთანაა პირდაპირ კავშირში.

ტელეფონის დისპლეი საკმარისად დიდი უნდა იყოს, რომ ბავშვს მოკლე ტექსტური შეტყობინების კითხვისას ან მორიგი თამაშისას თვალების დაძაბვა არ უხდებოდეს.
ჯობს შეიძინოთ შავ-თეთრი ეკრანის მქონე აპარატი, რომელიც უფრო კონტრასტულია. ბავშვისთვის ტელეფონის ყიდვისას დამატებით ფუნქციებზეც უნდა იფიქროთ, ესაა რადიო და ფანარი. ინტერნეტში ჩართული ტელეფონი კი ნამდვილად არ სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯერ ერთი, მისი ანგარიშის შესავსებად სოდილური თანხების გადახდა მოგიწევთ, რადგან ბავშვი თავიდან ფეხებამდე გლობალურ სივრცეში ჩაიძირება, და თანაც, სრულიად ვერ გააკონტროლებთ, რას ნახავს იმ სივრცეში და რით დაინტერესდება.

ყურადღება მიაქციეთ პოლიფონიურ ზარებს. ტელეფონის ზარი ხმამაღალი უნდა იყოს, რათა ბავშვს ყოველთვის ესმოდეს.
თანაც, ასეთ შემთხვევაში მინიმალური დატვირთვა ექნება ელემენტებს, რადგან ამ ასაკში ბავშვები ტელეფონზე ცოტას საუბრობენ. დღე-ღამეში მაქსიმუმ 1-2 საათის განმავლობაში.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS