''დღეს მეგრელი ტაქსისტის მანქანას დავუქნიე ხელი. ჩავუჯექი თუ არა, დრო გვაქვსო მითხრა და გამომკითხა ყველაფერი, თავისიც მომიყვა. შვილებზე, შვილიშვილებზე, შვილთაშვილებზე, რძლებზე, იმათ დედებზე (ცოტა გინებ-გინებით).
რომ გაიგო ერთი შვილი მყავდა და ისიც გოგო, შეცბა. მე გასწავლი ბიჭი როგორ უნდა გააჩინო, შენს ქმარს უთხარი ბავშვის კეთების დროს პოზა
პლეხანოვიდან რუსთაველამდე 6 ლარი გამომართვა და მომაძახა, უბრალო მეგრელი არ გეგონო, ოჯახში ერთმანეთში ქართულად ვლაპარაკობთო. სახლში ორი ქართულად მოლაპარაკე მეგრელი მელოდება გამრავლების პერსპექტივით'' - წერს ნუცა.
ამ ისტორიით, მოარული აზრი, რომ თითქმის ყველა ტაქსისტს ორი დიპლომი აქვს და ყველა სფეროში გადასარევად ერკვევიან, კიდევ ერთხელ მტკიცდება. მაგრამ ალბათ დიპლომსაც გააჩნია...
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის




















