11 ივნისი, 2014
სანდრო კაკულიას ცოლს მეგრელმა ტაქსისტმა ბიჭის ''გაკეთება'' ასწავლა
რომ გაიგო ერთი შვილი მყავდა და ისიც გოგო, შეცბა სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობ სანდრო კაკულიას მეუღლე ნუცა აბაშიძემ ''ფეისბუქზე'' მხიარული ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გადახდა.

''დღეს მეგრელი ტაქსისტის მანქანას დავუქნიე ხელი. ჩავუჯექი თუ არა, დრო გვაქვსო მითხრა და გამომკითხა ყველაფერი, თავისიც მომიყვა. შვილებზე, შვილიშვილებზე, შვილთაშვილებზე, რძლებზე, იმათ დედებზე (ცოტა გინებ-გინებით).

რომ გაიგო ერთი შვილი მყავდა და ისიც გოგო, შეცბა. მე გასწავლი ბიჭი როგორ უნდა გააჩინო, შენს ქმარს უთხარი ბავშვის კეთების დროს პოზა
შეიცვალოსო. თან ხელი გამომიშვირა, ხომ მაგარი რამე გასწავლე, ჩაარტყიო.

პლეხანოვიდან რუსთაველამდე 6 ლარი გამომართვა და მომაძახა, უბრალო მეგრელი არ გეგონო, ოჯახში ერთმანეთში ქართულად ვლაპარაკობთო. სახლში ორი ქართულად მოლაპარაკე მეგრელი მელოდება გამრავლების პერსპექტივით'' - წერს ნუცა.

ამ ისტორიით, მოარული აზრი, რომ თითქმის ყველა ტაქსისტს ორი დიპლომი აქვს და ყველა სფეროში გადასარევად ერკვევიან, კიდევ ერთხელ მტკიცდება. მაგრამ ალბათ დიპლომსაც გააჩნია...

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
xanxu
gmerto shen ushvele yvela gachirvebuls :D v2ba
00:02 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რა უზრდელი ყოფილა ეგ ტაქსი მძღოლი...
16:48 / 12-06-2014
გამოხმაურება / 0 /
Tamazino
მერე, შეიცვალეთ პოზა?
18:24 / 11-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეტინო
რა არის ახლა ეს? შეიძლება ყველაფერი დაწერო?
17:33 / 11-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS