10 ივნისი, 2014
გვანცა ბაგრატიონი გათხოვდა - „ქორწილი სხვა თემაა“...
ახალ კლიპს პიარი არ დაჭირდება. ისედაც გაპიარდება სკანდალური იმიჯის მქონე რეპერი გვანცა ბაგრატიონი გათხოვდა. მეგობრებმა ამის შესახებ მისი „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყვეს. გვანცა ახალ კლიპზე მუშაობს და ბევრმა ეს ამბავი არ დაიჯერა. იფიქრეს, რომ გათხოვების მოგონება პიარის ნაწილი იყო. რეპერს გაბედნიერება მივულოცეთ და გადავწყვიტეთ, გაგვერკვია ვინ იყო მისი რჩეული. თუმცა არ ვიცით, ეს გვანცას მორიგი ტრიუკია თუ მართლა გაბედნიერდა.

- გვანცა, ვინაა შენი რჩეული?
- ჯერ ქორწილი არ გვქონია. გეგმაშია და საიდუმლოდ ვინახავ ვინ არის ჩემი
რჩეული. მას არ სურს გამოჩენა, ერიდება მასმედიას.
- ვიცნობთ ჟურნალისტები? ცნობილი ადამიანია?
- საკმაოდ.
- ზოგიერთმა მეგობარმა დაწერა შენს გვერდზე, რომ ეს შენი ახალი კლიპის პიარისთვის გჭირდება და რეალურად არ გათხოვილხარ.
- ახალ კლიპს პიარი არ დაჭირდება. ისედაც გაპიარდება. მითუმეტეს ქორწილი სხვა თემაა და კლიპი სხვა.
- პირველი კლიპი ბერა ივანიშვილს მიუძღვენი. მეორე ვის ეძღვნება?
- არავის.
- ქორწილს როდის გეგმავთ?
- ახლო მომავალში.
- კლიპის პრემიერა როდის იქნება?
- ჯერ გადაღებები მიმდინარეობს. არ ვიცი, ზუსტად როდის დავამთავრებ მუშაობას.
- როგორც გავიგე შენ თავად ხარ კლიპის რეჟისორი. რთული არაა საკუთარ კლიპზე მუშაობა?
- არანაირად. მთავარია, მონდომებული იყო.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნატა
საინტერესოა ვის გაყვა ^_^ ვინ იკადრა )))
23:47 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
წარმატებები ყველაფერში , კარგი გოგოა ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს !
23:46 / 21-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გელა
რა თქვენი საქმეა ვინ მოწონს და ვის გაყვა ? თქვენ თავებს მიხედეთ ! მაგარი გოგო ხარ გვანცა !
10:34 / 15-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
არავის გაქვს უფლება სხვისი გაკრიტიკების ყველამ ტავისტავს მიხედოს, ამ ქარტველ ხალხს მეტი საქმე არ გაქვთ?ვისი რა საქმეა ვინ როგორ იცვოვრებს
19:01 / 14-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანია
რატომ არ მჯერავს, ა? ბედნიერებას გისურვებ ისეც და ასეც ტქვენც, ყველას
19:39 / 12-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS