10 ივნისი, 2014
გვანცა ბაგრატიონი გათხოვდა - „ქორწილი სხვა თემაა“...
ახალ კლიპს პიარი არ დაჭირდება. ისედაც გაპიარდება სკანდალური იმიჯის მქონე რეპერი გვანცა ბაგრატიონი გათხოვდა. მეგობრებმა ამის შესახებ მისი „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყვეს. გვანცა ახალ კლიპზე მუშაობს და ბევრმა ეს ამბავი არ დაიჯერა. იფიქრეს, რომ გათხოვების მოგონება პიარის ნაწილი იყო. რეპერს გაბედნიერება მივულოცეთ და გადავწყვიტეთ, გაგვერკვია ვინ იყო მისი რჩეული. თუმცა არ ვიცით, ეს გვანცას მორიგი ტრიუკია თუ მართლა გაბედნიერდა.

- გვანცა, ვინაა შენი რჩეული?
- ჯერ ქორწილი არ გვქონია. გეგმაშია და საიდუმლოდ ვინახავ ვინ არის ჩემი
რჩეული. მას არ სურს გამოჩენა, ერიდება მასმედიას.
- ვიცნობთ ჟურნალისტები? ცნობილი ადამიანია?
- საკმაოდ.
- ზოგიერთმა მეგობარმა დაწერა შენს გვერდზე, რომ ეს შენი ახალი კლიპის პიარისთვის გჭირდება და რეალურად არ გათხოვილხარ.
- ახალ კლიპს პიარი არ დაჭირდება. ისედაც გაპიარდება. მითუმეტეს ქორწილი სხვა თემაა და კლიპი სხვა.
- პირველი კლიპი ბერა ივანიშვილს მიუძღვენი. მეორე ვის ეძღვნება?
- არავის.
- ქორწილს როდის გეგმავთ?
- ახლო მომავალში.
- კლიპის პრემიერა როდის იქნება?
- ჯერ გადაღებები მიმდინარეობს. არ ვიცი, ზუსტად როდის დავამთავრებ მუშაობას.
- როგორც გავიგე შენ თავად ხარ კლიპის რეჟისორი. რთული არაა საკუთარ კლიპზე მუშაობა?
- არანაირად. მთავარია, მონდომებული იყო.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნინო შუბლაძე
წარმატებები და ბედნიერაბა არ მოგკლებოდეს
00:11 / 11-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ძAლიან გამიხარდა :* :*
23:52 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
დავით
სულ ბედნიერი ყოფილიყავი გვანცა
23:51 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგ
გილოცავ გვანცა :)
23:50 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
დიმკა
რა გეჩქარებოდა გოოოოოგოოოო
23:49 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS