- გვანცა, ვინაა შენი რჩეული?
- ჯერ ქორწილი არ გვქონია. გეგმაშია და საიდუმლოდ ვინახავ ვინ არის ჩემი
- ვიცნობთ ჟურნალისტები? ცნობილი ადამიანია?
- საკმაოდ.
- ზოგიერთმა მეგობარმა დაწერა შენს გვერდზე, რომ ეს შენი ახალი კლიპის პიარისთვის გჭირდება და რეალურად არ გათხოვილხარ.
- ახალ კლიპს პიარი არ დაჭირდება. ისედაც გაპიარდება. მითუმეტეს ქორწილი სხვა თემაა და კლიპი სხვა.
- პირველი კლიპი ბერა ივანიშვილს მიუძღვენი. მეორე ვის ეძღვნება?
- არავის.
- ქორწილს როდის გეგმავთ?
- ახლო მომავალში.
- კლიპის პრემიერა როდის იქნება?
- ჯერ გადაღებები მიმდინარეობს. არ ვიცი, ზუსტად როდის დავამთავრებ მუშაობას.
- როგორც გავიგე შენ თავად ხარ კლიპის რეჟისორი. რთული არაა საკუთარ კლიპზე მუშაობა?
- არანაირად. მთავარია, მონდომებული იყო.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















