ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი წელია, რაც ნინო და ალეკო ერთად აღარ ცხოვრობენ რამდენიმე კვირის წინ სატელევიზიო სივრცეში მოვლენები უცნაურად განვითარდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ში სათვალთვალო კამერების სკანდალის შემდეგ ნიკა გვარამიას პირველმა მოადგილემ და პოლიტიკური თოქშოუს წამყვანმა ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ტელევიზია დატოვა.
ნინომ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომ მისი წასვლა პირად, კერძოდ, ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდებოდა. რას გულისხმობდა ამ განმარტებაში, ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, თუმცა ბეჭდური თუ ინტერნეტმედიით უამრავი ვერსია გავრცელდა.
წერდნენ, რომ ნინომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აპატია
ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი წელია, რაც ნინო და ალეკო ერთად აღარ ცხოვრობენ. სოციალურ ქსელში მათ პირად გვერდებს რომ გადავხედეთ, უცნაურია, მაგრამ ცოლ- ქმარი ვირტუალურად აღარ „მეგობრობს“. ალეკო ხშირად აქვეყნებს შვილებთან ერთად სხვადასხვა სიტუაციაში გადაღებულ ფოტოებს, როგორ ატარებენ დროს დასასვენებელ პარკებში.
ნინომ კი „რუსთავი 2“- ის დატოვების შემდეგ მეგობარ ქალბატონებთან ერთად საგაზაფხულო ევროტური მოიწყო. ამ ამბის ამსახველი ფოტოები შუბლაძემ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.
ჟურნალი „რეიტინგი“
დიჯეი ბუკლე




















