მას მერე რაც წამყვანებმა, ია სუხიტაშვილმა და გეგა ფალავანდიშვილმა შემდეგი მონაწილე, სალომე ტეტიაშვილი გამოცხადეს, ეკრანზე ვიდეო გამოჩნდა, სალომე მოცეკვავეებთან ერთად სცენაზე გამოვიდა და მოულოდნელად ყველა ეკრანი ჩაქრა.
მომღერალი კულისებში შეაბრუნეს. ამან მაყურებელში
ამასობაში სცენა თორნიკე ყიფიანისთვის მოამზადეს და სცენაზე მუსიკალური ინსტრუმენტები შემოიტანეს. პროცესი ისე გაიწელა, აივანზე მსხდომმა ბიჭებმა სიმღერაც კი დაიწყეს.
როგორც ჩანს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ. ''გამარჯვების გზებზე ვდგებითო'', დაიწყეს და აყვა დარბაზიც. ის, ის იყო, მისამღერზე გადავიდნენ, რომ დარბაზში ნაცნობი ხმა გაისმა, - ''აბა, ეთერში შესასვლელად მოემზადეთ, ერთი, ორი, სამი, ''დინამოთი'' ვერ შევალთ ეთერში...''
კონკურსი თორნიკე ყიფიანის გამოსვლით გაგრძელდა და სალომე თორნიკეს შემდეგ გამოვიდა სცენაზე. როგორც შემდეგ გაირკვა ყველაფერი ძაბვის ვარდნის ბრალი ყოფილა.
სალომე ტეტიაშვილს დავუკავშირდით და მომხდარზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- შენს გამოსვლას პატარა უსიამოვნება მოჰყვა სცენაზე, რა მოხდა ხომ არ იცი, რატომ ჩაქრა ყველა ეკრანი?
- ძაბვის ვარდნის ბრალი იყო, მე როგორც გავიგე.
- ხომ არ ინერვიულე, ამან გავლენა ხომ არ მოახდინა შენს გამოსვლაზე?
- არა, უფრო ვინერვიულებდი შუა სიმღერის დროს რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი.
- დარბაზში მაყურებელი ერთმანეთს ეუბნებოდა, სალომეს უჩალიჩებენო...
- არა, ეს სისულელა, ნამდვილად ვიცი, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















