საფრანგეთში სამკურნალოდ წასული მომღერალი რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, თუმცა როგორ ჩაიარა მკურნალობამ ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ეკამ რამდენიმეჯერ დაანონსა, რომ პრესკონფერენციას მოაწყობდა.
ამჯერად კვალიაშვილმა კიდევ ერთხელ შექმნა მოლოდინი. თუ რის თქმას აპირებს, ამას ალბათ რამდენიმე დღეში გავიგებთ, თუმცა საინტერესოა, რა მოხდა რეალურად და ვინ გააბრაზა მომღერალი.
''ძალიან მალე,
სულ მალე, დავდებ ფაქტებს და მიხვდებით, სრულ ანარქიაში რომ არის სული და ხორცი საქართველოში'' - წერს ეკას ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე.
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის




















