10 ივნისი, 2014
ეკა კვალიაშვილი:''ამ დღეებში დავარღვევ დუმილს და სიმართლეს ვიტყვი''...
საფრანგეთში სამკურნალოდ წასული მომღერალი რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს. მოგეხსენებათ, ეკას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და მისთვის სპეციალურად ტელემარათონი გაიმართა.

საფრანგეთში სამკურნალოდ წასული მომღერალი რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, თუმცა როგორ ჩაიარა მკურნალობამ ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ეკამ რამდენიმეჯერ დაანონსა, რომ პრესკონფერენციას მოაწყობდა.

ამჯერად კვალიაშვილმა კიდევ ერთხელ შექმნა მოლოდინი. თუ რის თქმას აპირებს, ამას ალბათ რამდენიმე დღეში გავიგებთ, თუმცა საინტერესოა, რა მოხდა რეალურად და ვინ გააბრაზა მომღერალი.

''ძალიან მალე,
უმოკლეს დროში, ამ დღეებში დავარღვევ დუმილს და იმ სიმართლეს ვიტყვი, რაც არ იცის საზოგადოებამ და დამფრთხალი ვირთხების პრინციპით, ჩემი ანტიპიარი და ავად ხსენება დაიწყო ერთმა ვიღაცამ და აყვა ერის შეუგნებელი და ჭორიკანა ნაწილი.

სულ მალე, დავდებ ფაქტებს და მიხვდებით, სრულ ანარქიაში რომ არის სული და ხორცი საქართველოში'' - წერს ეკას ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS