ერთ-ერთი ასეთი ადგილია ყვარლის ტბა, რომელიც გახსნის დღიდან, როდესაც რამდენიმე მომღერალთან ერთად იმღერა, შეუყვარდა და მას მერე ყოველ ზაფხულს ცდილობს, ერთი დღით მაინც ჩავიდეს.
ერთ-ერთ ასეთ ჩასვლაზე ''ვერის უბნის მელოდიებიდან'' თავისი პარტნიორი, ცნობილი მომღერალი
როგორც კი ნოდიკო მივიდა, ანკესს დიდი ლოქო ამოჰყვა და ბატონმა ბუბამაც გაიკვირვა, ხედავ, რა კარგ ფეხზე მოხვედიო. სამწუხაროდ, ანკესის ძუა გაწყდა და ლოქოც ''გაიქცა''... ნოდიკომ ბატონ ბუბასთან ერთად გადაღებული ფოტოები ''ფეისბუქზე'' დადო და მეც მაშინვე დავუკავშირდი ამბების გამოსაკითხად.
- ნოდიკო, არ მეგონა, თევზაობით თუ იყავი გატაცებული...
- (იღიმის) არა, მე არ ვარ გატაცებული. უბრალოდ, მეგოწარადგენსბრებთან ერთად რამდენიმე დღით ყვარლის ტბას მივაშურე და იქ შემთხვევით ვნახე ბუბა კიკაბიძე, რომელიც იჯდა და თევზაობდა. რასაკვირველია, მოსაკითხად მივედი. სხვათა შორის, მთელი დღის განმავლობაში არც ერთი თევზი არ ჰყავდა დაჭერილი, არადა, მითხრა, რომ წინა დღეს საკმაო რაოდენობით დაიჭირა. ამბობდა, ეტყობა, ამინდი აირევაო. მოკლედ, ჩემი მისვლისთანავე ძალიან დიდი თევზი ამოჰყვა ანკესს, ლოქო, ბუბამ მითხრა, აი, რა კარგ ფეხზე მოხვედი, შენს სახელზე რამხელა თევზი დავიჭირეო. სამწუხაროდ, ლოქო იმდენად დიდი იყო, რომ ძუა გაწყდა და თევზმა წყალში გაცურა.
- ყვარლის ტბაზე პირველად იყავი?
- არა, თავდაპირველად მის გახსნაზე ვიმღერეთ მე და კიდევ რამდენიმე მომღერალმა. მას შემდეგ სულ ვცდილობ, დრო თუ გამომიჩნდა, აუცილებლად ვესტუმრო ამ ადგილს, რომელიც ძალიან შემიყვარდა. ძირითადად ერთი ან რამდენიმე დღით ვახერხებ ხოლმე. თუ მეგობრებს არ სცალიათ, მარტოც ამოვდივარ. აქ და საფარის მონასტერში, ისევე, როგორც ტიმოთეს უბნის მამათა მონასტერში, სადაც სასწაული სილამაზეებია, ვგრძნობ, როგორი შესანიშნავი ბუნებაა საქართველოში, ამას ენით ვერ აღვწერ, ვაჟა-ფშაველა არ ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს.
- ამჟამად რით ხარ დაკავებული?
- კინოში მიღებენ. ალბათ, იცით, ''ცელქი ბავშვები 2''-ს რომ იღებენ და სწორედ იქ ვარ დაკავებული. სულ სხვანაირი ნოდიკო ვიქნები, ძალიან მხიარული როლია, მაგრამ ვერ ვიტყვი კონკრეტულად, რადგან არ მაქვს უფლება. ასევე გადავიღე ვიდეორგოლი, რომლის პრემიერაც მალე შედგება.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















