09 ივნისი, 2014
ირინა ონაშვილი ლევან ჯავახიშვილზე - ''ნუ ხართ ეს ჟურნალისტები ჩასაფრებულები''...
გიორგი მახარაშვილი წერდა, რომ ''ბუს კვერცები მოიგო'' მას შემდეგ რაც ''ორი ვარსკვლავის'' გამარჯვებული გამოვლინდა და ირინა ონაშვილს კუთვნილი პრიზი, ახალთახალი ''კია სპორტიჯი'' გადასცეს, მაყურებელი აქამდე იმაზე დაობს, თუ ვის ეკუთვნოდა რეალურად გამარჯვება, ლევან ჯავახიშვილს თუ ირინა ონაშვილს. პრიზებისა და საჩუქრების თაობაზე ჩიოდნენ მონაწილეებიც.

გიორგი მახარაშვილი წერდა, რომ ''ბუს კვერცები მოიგო'', საჩუქრები არ შეხვდა არც ლევან ჯავახიშვილს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია კოლეგას, ეკა ხოფერიას, რომელმაც ტელეწამყვანი საცოლესთან ერთად თავის შოუში მიიპატიჟა და უხვად დაასაჩუქრა.

გუშინ ოთარ ტატიშვილის
შოუში ლევან ჯავახიშვილმა ირინა ონაშვილზე თქვა, რომ ირინა პლუს ფონოგრამაზე მღეროდაო. გადაცემის ფორმატს თუ გავითვალისწინებთ, ეს ხუმრობა უნდა ყოფილიყო, თუმცა ლევანის იუმორი მაყურებელმა არაერთგვაროვნად აღიქვა და კითხვის ნიშნებიც გაჩნდა.

''ქრონიკის'' წამყვანის იუმორი მისმა მეწყვილემ ნინი წიკლაურმაც კი გააპროტესტა, - ასე რომ არ გეხუმრა, არ შეიძლებოდა, უსაყვედურა გადაცემაში ლევანს.

რა მოხდა, რეალურად, კომენტარისთვის ირინა ონაშვილს დავუკავშირდით.

- ირინა, პირველ რიგში გამარჯვება მინდა მოგილოცო.
- მადლობა.
- გუშინ ''ოთარ ტატიშვილის შოუში'' გნახე, სადაც ლევან ჯავახიშვილმა ფონოგრამით სიმღერა დაგაბრალა…
- ხუმრობა იყო. გადაცემის ფორმატს თუ გავითვალისწინებთ, როგორ გგონიათ, რაიმე სერიოზულად უნდა მიგვეღო?! ნუ ხართ ეს ჟურნალისტები ჩასაფრებულები (იცინის).
- ანუ არანაირი პლუსი შენს შემთხვევაში არ ყოფილა?
- არა, რომელ პლუს ფონოგრამაზეა ლაპარაკი, ის კი არა, ფინალზე კონკურსის იმ მონაწილეებს უნდოდათ ასე მღერა, რომლებსაც უკვე დატოვებული ჰქონდათ შოუ და მათაც არ მისცეს უფლება.
- შენს ახალ მანქანაზე საუბრობდი გადაცემაში, ამბობდი, რომ სიარულისას ჩაგიქრა, გაფუჭდა მანქანა?
- ნამდვილად ჩამიქრა შუა გზაში, მაგრამ მიზეზი სხვა რამ იყო, საწვავი გამომლევია და ვერ დავაფიქსირე თავის დროზე. ასეთებიც ხომ ხდება.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნინო
ნუ გვაცინებთ რააა :D ფონოგრამა იყო თუ არა დავიჯეროთ ვერ ხვდებით თუ დაყრუვდით მთელი საქართველო? რაც შეეხება გიორგის, ნამდვილოდ სამარცხვინო იყო მისი პროექტიდან ხელცარიელი გაშვება! და ამას საუბრობს მთელი თბილისი:)))) მაგრამ ალბათ ირინა მაინც არ დატოვებდა ხელცარიელს, ბოლოს და ბოლოს გიორგიმ მოაგებინა მანქანა. თორემ თეონა 10 ქულას არ აღირსებდა მთელი პროექტი და გამარჯვებაც იმას დარჩებოდა ვინც უფრო იმსახურებდა ამას :)))
22:02 / 11-06-2014
გამოხმაურება / 0 /

21:57 / 11-06-2014

21:56 / 11-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლადო
ირინა, გიორგის დიდი ღვაწლი მიუძღვის შენ გამარჯვებაში. იმედია მასთან ვალში არ დარჩენილხარ და სიულპრიზს შენგან ნამდვილად იმსახურებს.
21:46 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS