გიორგი მახარაშვილი წერდა, რომ ''ბუს კვერცები მოიგო'', საჩუქრები არ შეხვდა არც ლევან ჯავახიშვილს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია კოლეგას, ეკა ხოფერიას, რომელმაც ტელეწამყვანი საცოლესთან ერთად თავის შოუში მიიპატიჟა და უხვად დაასაჩუქრა.
გუშინ ოთარ ტატიშვილის
''ქრონიკის'' წამყვანის იუმორი მისმა მეწყვილემ ნინი წიკლაურმაც კი გააპროტესტა, - ასე რომ არ გეხუმრა, არ შეიძლებოდა, უსაყვედურა გადაცემაში ლევანს.
რა მოხდა, რეალურად, კომენტარისთვის ირინა ონაშვილს დავუკავშირდით.
- ირინა, პირველ რიგში გამარჯვება მინდა მოგილოცო.
- მადლობა.
- გუშინ ''ოთარ ტატიშვილის შოუში'' გნახე, სადაც ლევან ჯავახიშვილმა ფონოგრამით სიმღერა დაგაბრალა…
- ხუმრობა იყო. გადაცემის ფორმატს თუ გავითვალისწინებთ, როგორ გგონიათ, რაიმე სერიოზულად უნდა მიგვეღო?! ნუ ხართ ეს ჟურნალისტები ჩასაფრებულები (იცინის).
- ანუ არანაირი პლუსი შენს შემთხვევაში არ ყოფილა?
- არა, რომელ პლუს ფონოგრამაზეა ლაპარაკი, ის კი არა, ფინალზე კონკურსის იმ მონაწილეებს უნდოდათ ასე მღერა, რომლებსაც უკვე დატოვებული ჰქონდათ შოუ და მათაც არ მისცეს უფლება.
- შენს ახალ მანქანაზე საუბრობდი გადაცემაში, ამბობდი, რომ სიარულისას ჩაგიქრა, გაფუჭდა მანქანა?
- ნამდვილად ჩამიქრა შუა გზაში, მაგრამ მიზეზი სხვა რამ იყო, საწვავი გამომლევია და ვერ დავაფიქსირე თავის დროზე. ასეთებიც ხომ ხდება.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















