09 ივნისი, 2014
სალომე ჭაჭუა: ''100 მატლი რომ ჰქონოდა ჩემს კონკურენტს შეჭმული, მე 101-ს შევჭამდი''...
დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავს სალომე ჭაჭუა ''იმედზე'' პროექტ ''ადრენალინში'' მონაწილეობას სიხარულით დათანხმდა და მოცეკვავე ბევრისთვის წარმოუდგენელ დავალებებს ასრულებს. გველების გარემოცვაშიც იყო და მატლებისა და ლოკოკინების ჭამაც მოუწია. სალომე ნახევარფინალშია და წინ კიდევ ბევრი სირთულის გადალახვა ელოდება. შოუს მოგებული პრიზად 50 000 ლარს მოიგებს.

- სალომე, შოუში რთული დავალებების შესრულება გიწევს. ლოკოკინები, მატლები ჭამე, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია.
- მსგავს პროექტში მონაწილეობა ძალიან მინდოდა. ''შიშის ფაქტორს'' რომ ვუყურებდი, ვამბობდი, ეს პროექტი თუ გაკეთდა, ნეტავ, შემომთავაზონ-მეთქი და ''ადრენალინიდან''
რომ დამირეკეს, ძალიან გამიხარდა.
- როგორც მივხვდი, გველების შიში საერთოდ არ გაქვს.
- მსგავსი რაღაცების საერთოდ არ მეშინია. ერთადერთი სიმაღლის შიში მაქვს და ამ პროექტში ამ შიშის დაძლევაც მოვახერხე.
- ეს უცნაური ''კერძები'' მანამდე გქონდა გასინჯული?
- (იცინის) არ მქონდა გასინჯული. ''ადრენალში'' მონაწილეებმა ხის მატლები ვჭამეთ, გემრიელი იყო. საშინელი გემო ნამდვილად არ აქვს. მატლებს მიწები ჰქონდა და ამიტომ არ გამჭირვებია. სხვათა შორის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავს. ისეთი მოტივირებული ვიყავი გამარჯვებაზე, რომ 100 მატლი რომ ჰქონოდა ჩემს კონკურენტს შეჭმული, მე 101-ს შევჭამდი.
- პროექტში გამარჯვების შემთხვევაში თანხას რაში დახარჯავ?
- პროექტში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავს. მარტო სამორი ბალდე რომ ვთქვა, მგონი, ესეც საკმარისია.
- კიდევ რა სირთულე გელოდება?
- წინასწარ არაფერს გვეუბნებიან. ალბათ კიდევ გართულდება დავალებები. მთავარია, ძალისმიერი დაბრკოლებები არ შემხვდეს, თორემ გოგო მარტო მე ვარ ნახევარფინალში და შანსი არაა, რომ ფინალში გადავიდე.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
მარიამი
ბევრი არაფერი ვიცი სალომეზე,მაგრამ ყველაზე მაგარი მოცეკვავე და ძალიან მშრომელი და მიზანდასახული ადამიანი რომაა ეს აშკარაა. ჯულიანაც კარგად ცეკვავს და რატომ კამათობთ საერთოდ? :D
15:11 / 13-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
სალომე ულამაზესი ხარ
20:03 / 12-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სალომე ძაან მაგარი ხარ გაიხარე გენაცვალე:)დუტა ყველაგან როგორ ასწრებ გადაცემების წამყვანობას ყოჩაღ რა შენ
17:02 / 12-06-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
სალომე ყველას აკლია მეოთხე სეზონში იმიტომ რომ ნოემრ პირველი მოცეკვავე იყო არის და იქნება ვიღაც-ვიღაცეების გულის გასახეთქად!ჯულიანაც ძალიან მაგარი გოგოა და ბინძური ჭორების გავრცელებას მოეშვით!
21:23 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თოკო
გოჩა ჯულიმ ტავის დაბოლილ ყიფშიძეს მიხედოს მეორე ოჯახს რომ უნგრევს ეგ უნამუსო.
19:07 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS