09 ივნისი, 2014
სალომე ჭაჭუა: ''100 მატლი რომ ჰქონოდა ჩემს კონკურენტს შეჭმული, მე 101-ს შევჭამდი''...
დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავს სალომე ჭაჭუა ''იმედზე'' პროექტ ''ადრენალინში'' მონაწილეობას სიხარულით დათანხმდა და მოცეკვავე ბევრისთვის წარმოუდგენელ დავალებებს ასრულებს. გველების გარემოცვაშიც იყო და მატლებისა და ლოკოკინების ჭამაც მოუწია. სალომე ნახევარფინალშია და წინ კიდევ ბევრი სირთულის გადალახვა ელოდება. შოუს მოგებული პრიზად 50 000 ლარს მოიგებს.

- სალომე, შოუში რთული დავალებების შესრულება გიწევს. ლოკოკინები, მატლები ჭამე, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია.
- მსგავს პროექტში მონაწილეობა ძალიან მინდოდა. ''შიშის ფაქტორს'' რომ ვუყურებდი, ვამბობდი, ეს პროექტი თუ გაკეთდა, ნეტავ, შემომთავაზონ-მეთქი და ''ადრენალინიდან''
რომ დამირეკეს, ძალიან გამიხარდა.
- როგორც მივხვდი, გველების შიში საერთოდ არ გაქვს.
- მსგავსი რაღაცების საერთოდ არ მეშინია. ერთადერთი სიმაღლის შიში მაქვს და ამ პროექტში ამ შიშის დაძლევაც მოვახერხე.
- ეს უცნაური ''კერძები'' მანამდე გქონდა გასინჯული?
- (იცინის) არ მქონდა გასინჯული. ''ადრენალში'' მონაწილეებმა ხის მატლები ვჭამეთ, გემრიელი იყო. საშინელი გემო ნამდვილად არ აქვს. მატლებს მიწები ჰქონდა და ამიტომ არ გამჭირვებია. სხვათა შორის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავს. ისეთი მოტივირებული ვიყავი გამარჯვებაზე, რომ 100 მატლი რომ ჰქონოდა ჩემს კონკურენტს შეჭმული, მე 101-ს შევჭამდი.
- პროექტში გამარჯვების შემთხვევაში თანხას რაში დახარჯავ?
- პროექტში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავს. მარტო სამორი ბალდე რომ ვთქვა, მგონი, ესეც საკმარისია.
- კიდევ რა სირთულე გელოდება?
- წინასწარ არაფერს გვეუბნებიან. ალბათ კიდევ გართულდება დავალებები. მთავარია, ძალისმიერი დაბრკოლებები არ შემხვდეს, თორემ გოგო მარტო მე ვარ ნახევარფინალში და შანსი არაა, რომ ფინალში გადავიდე.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
babilina
rato dagvalenches ver vxvdebi,ar mgonia amaze naklebad cekvavdes juliana,verc imas vityodi rom umagresi adamiania,me magalitad ar miyvars mizezebisda gamo.
18:54 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
:)
ამ ფოტოზე ძაან სექსუალურია!!
18:09 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თოკა
უმთაგრესი ადამიანი ხარ და გამარჯვებას გისურვებ. გეხვეწები მანდ მაინც წაგვიცეკვე ერთი,თორემ სულდაგვაჩლუნგეს ამ სეზონის ცეკვავენ ვარსკვლავებზე.მაინც რაგაწყენინა ასეთი ნოემ, რომ გვერდზეც კი აღარ გამოგიხედია. არადა ვიცი,რომ მაგარ ფორმაში ხარ.დიდ წარმატებებს გისურვებ.
17:27 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS